წარმოების თანამშრომელი
შპს „უჯ ლუბრიკანტს“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების თანამშრომლის პოზიციაზე.
UG Lubricants არის ქართული საწარმოო კომპანია, რომელიც სპეციალიზდება საპოხი მასალების, ზეთების, გრიზებისა და ტექნიკური სითხეების წარმოებაში ავტო- და სამრეწველო სექტორისთვის.
კომპანია ფლობს თანამედროვე საწარმოო ქარხანას ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში და მომხმარებლებს სთავაზობს ფართო ასორტიმენტს სხვადასხვა ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებით. UG Lubricants განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ხარისხს, ტექნოლოგიურ განვითარებასა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
ფუნქცია-მოვალეობები (წარმოების თანამშრომელი):
- საწარმოო პროცესში უშუალო მონაწილეობა (ზეთებისა და საცხების შერევა, ჩამოსხმა, შეფუთვა და მარკირება)
- საწარმოო ხაზის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ტექნოლოგიური პროცესის დაცვა
- ნედლეულის, ნახევარფაბრიკატისა და მზა პროდუქციის სწორი გამოყენება და გადაადგილება საწარმოში
- პროდუქციის ხარისხის პირველადი ვიზუალური კონტროლი და ხარვეზების დაფიქსირება
- ლაბორატორიასთან და ტექნოლოგთან კოორდინაცია პროდუქციის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად
- საწარმოო მოწყობილობების, დანადგარებისა და ინვენტარის სწორად გამოყენება და გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება
- ტექნოლოგიური ინსტრუქციებისა და შიდა რეგულაციების დაცვა
- შრომის უსაფრთხოების, ჰიგიენისა და გარემოს დაცვის ნორმების მკაცრი დაცვა
- საწარმოო პროცესთან დაკავშირებული მონაცემების აღრიცხვა (საჭიროების შემთხვევაში)
- საწყობთან კოორდინაცია ნედლეულის მიღებასა და მზა პროდუქციის გადაცემის პროცესში
- წარმოების პროცესში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა სამუშაო სივრცეში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია საშუალო ან პროფესიული განათლება (ტექნიკური/ქიმიური მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად)
- მსგავს საწარმოო პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის მზადყოფნა
- გუნდში მუშაობის უნარი და დისციპლინირებულობა
- შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა
- ინსტრუქციების სწორად აღქმისა და შესრულების უნარი
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი (Full time)
სამუშაო გრაფიკი / ფორმატი:
სრული – ოფისში მუშაობა (ქუთაისი)
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
ანაზღაურება:
ანაზღაურება გაანისაზღვრება აპლიკანტისა და დამსაქმებლის მიერ შეთანხმებით მიღწეული გადაწყვეტილების საფუძველზე
ბენეფიტები:
- სამედიცინო დაზღვევა
- თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობა
- სტაბილური სამუშაო გარემო და დაგეგმილი სამუშაო პროცესი
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
- სტაბილური საწარმოო კომპანია გრძელვადიანი განვითარების გეგმებით
უპირატესობები:
ჯანმრთელობის დაზღვევა