წარმოების თანამშრომელი
სტამბა "PRINT HUB" აცხადებს ვაკანსიას წარმოების თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ქაღალდის ჭრა გილიოტინაზე;
- ქაღალდის კეცვა საკეც დანადგარზე;
- ფურცლების ლამინირება;
- სხვადასხვა ტიპის აკინძვა;
- სამუშაო ადგილისა და დანადგარების მოწესრიგება.
მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
- სიზუსტე და ყურადღება;
- მუშაობის სურვილი და საქმისადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება.
განვიხილავთ გამოუცდელ კანდიდატებსაც — მთავარია სწავლისა და მუშაობის სურვილი.
გამოცდილი კანდიდატებისთვის ანაზღაურება: 1500-2000 ლარი, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
გამოუცდელი კანდიდატების ანაზღაურება განისაზღვრება გასაუბრების საფუძველზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით — 10:00-დან 19:00 საათამდე.
სამუშაო ადგილი: თბილისი