წარმოების ოპერატორი, შემფუთავ-დამფასოებელი- რუსთავი
სს "კავკასიან პეტ კომპანი" ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში
კომპანია აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:
1. წარმოების ოპერატორი - 9 ვაკანსია
მოთხოვნები:
- წარმოებაში ტექნოლოგიურ დანადგარებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება. საწარმოო დანადგარების და ხაზების მომსახურების გამოცდილება (სასურველია).
- ტექნიკასთან, მექანიზმებთან, ელექტრო მოწყობილობებთან მუშაობის უნარები (სასურველია).
- კომპიუტერის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე და დოკუმენტაციის წარმოების წესების ცოდნა.
- პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიის ცოდნა.
- ქართული ენის ცოდნა, რუსული ან ინგლისური ენების ელემენტარულ დონეზე ცოდნა.
- პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი, შრომისმოყვარე.
თანამდებობრივი მოვალეობები:
- ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების პროცესის გაშვება, რეგულირება და კონტროლი.
- მოწყობილობების ტექნიკური პარამეტრების კონტროლი და რეგულირება.
- გამოსაშვები პროდუქციის ხარისხის კონტროლი; დანადგარების მუშაობის ჟურნალის წარმოება; ცვლის ანგარიშების შედგენა.
- საამქროს ტერიტორიისა და მოწყობილობების დასუფთავება.
- ნებისმიერი დამხმარე სამუშაოების შესრულება.
სამუშაო პირობები:
- ქ. რუსთავი, სამუშაო გრაფიკი: - 08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 სამუშაო დღე: დღე/ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება).
- ანაზღაურება - 1100 ლარი ხელზე სასწავლო პერიოდის განმავლობაში (3 თვე). სასწავლო პერიოდის გასვლის შემდეგ - 1500 ლარი ხელზე (დამოკიდებულია ფაქტობრივად ნამუშევარ დროზე, საპენსიო გადასახადის გამოკლებით).
2. შემფუთავ-დამფასოებელი - 1 ვაკანსია
მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა ან სატვირთველის მართვის სერთიფიკატი.
- ფიზიკურად მუშაობის და მძიმეების აწევის უნარი.
- ქართული ენის ცოდნა, რუსული ან ინგლისური ენების ელემენტარულ დონეზე ცოდნა.
- პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი, შრომისმოყვარე.
თანამდებობრივი მოვალეობები მოიცავს:
- მზა პროდუქციისთვის ყუთის აწყობა. ცარიელი ყუთის წონა 11-15კგ.
- მზა პროდუქციის შეფუთვა. სავსე ყუთის წონა 280-315კგ.
- შეფუთული პროდუქციის სასაწყობე ზონაში განთავსება.
- წარმოებაში ხვადასხვა დამხმარე სამუშაოს შესრულება.
- სასაწყობე და საწარმოო ტერიტორიაზე სისუფთავის უზრუნველყოფა/დასუფთავება და ინვენტარის გაფრთხილება და მათი გამართულობის კონტროლი.
სამუშაო პირობები:
- ქ. რუსთავი. სამუშაო გრაფიკი -08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 სამუშაო დღე: დღე, ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება).
- ანაზღაურება - 1400 ლარი ხელზე. გამოსაცდელი ვადის 1 თვის განმავლობაში - 1000 ლარი ხელზე (დამოკიდებულია ფაქტობრივად ნამუშევარ დროზე, საპენსიო გადასახადის გამოკლებით).
სოციალური პაკეტი მოიცავს:
- სამედიცინო დაზღვევა;
- სამსახურში მიყვანა-წამოყვანა ქ.რუსთავში;
- კორპორატიული მობილური ნომერი;
- კვება შესვენების დროს;
- პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე;
- FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, ფიტნეს-დარბაზები).