წარმოების ოპერატორი- ბათუმი
სუპერმარკეტთა ქსელი "ვილმარტი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი, საკონდიტრო წარმოება
ძირითადი მოვალეობები:
- წარმოების პროცესის ორგანიზება და ეფექტური მართვა;
- თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
- პროდუქციის ხარისხის სტანდარტების დაცვაზე ზედამხედველობა;
- ნედლეულის სწორი გამოყენებისა და მარაგების კონტროლი;
- წარმოების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
- წარმოებაში წარმოქმნილი პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაჭრა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია საკონდიტრო ან კვების წარმოების მართვის გამოცდილება;
- ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
- გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, 1 დასვენების დღე
- ანაზღაურება: 2000 ლარი
გახდი "ვილმარტის" გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად!