წარმოების ოპერატორი
სს "ბიოქიმფარმი" GMP-ისა და ISO 9001-ის სერტიფიცირებული ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ფაგის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით ქმნის (R&D) და აწარმოებს ანტიბიოტიკების ბუნებრივ და ინოვაციურ ალტერნატიულ საშუალებებს. კომპანია დაფუძნებულია ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე და ფლობს 80 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ფაგის პრეპარატების წარმოებისა და კვლევის მიმართულებით. საქართველოსთან ერთად, ბიოქიმფარმის მიერ წარმოებული პროდუქცია რეგისტრირებულია და მათი ექსპორტი ხორციელდება რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე.
კომპანია "ბიოქიმფარმი" აცხადებს კონკურსს წარმოების ოპერატორის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: საბურთალო, ლევან გოთუას ქ. N3
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
რას გთავაზობთ ჩვენ:
- კვალიფიციურ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
- GMP სტანდარტთან მუშაობის პრაქტიკული ცოდნის მიღებას;
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
ფუნქცია-მოვალეობები:
- ასეპტიკური ჩამოსხმის პროცესებში მონაწილეობა;
- ასეპტიკური ჩამოსხმისთვის განკუთვნილი მასალა-ნედლეულის შემოწმება;
- ასეპტიკური ჩამოსხმის დამხმარე პროცესებისთვის საჭირო მასალის, ნედლეულის და დანადგარების შერჩევა-მოძიებაში მონაწილეობის მიღება;
- ასეპტიკური ჩამოსხმის პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და ჩანაწერების გაკეთება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფარმაციაში, ან მომიჯნავე დარგებში;
- სასურველია ფარმაცევტულ წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;
- შედეგების ანალიზის და დოკუმენტირების უნარი;
- ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა;
- Microsoft Office პროგრამების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვა;
- გუნდური მუშაობა;