წარმოების მთავარი ბუღალტერი — ფოლადის სახლი

ფოლადის სახლი — ლოგო
ფოლადის სახლი

წარმოების მთავარი ბუღალტერი

₾3500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ფოლადის სახლი" - ლითონის სამშენებლო მასალების მსხვილი იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი წარმოების მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 სთ

სამუშაო ადგილი: ვაზიანის წრესთან (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია)

ანაზღაურება: 3000-3500 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად)

ძირითადი მოვალეობები:

  • წარმოების საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება და კონტროლი;
  • წარმოებისგან მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე ნედლეულის, ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა;
  • ინვენტარიზაციის გუნდთან კოორდინირებული თანამშრომლობა;
  • სრული საბუღალტრო აღრიცხვის მართვა, თვის დახურვის დედლაინების დაცვა;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა, საგადასახადო ორგანოებთან კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება, სასურველია წამოების სექტორში;
  • საქართველოს საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
  • ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება, პროგრამა Balance-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
  • MS Excel-ის საშუალო დონეზე ფლობა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • კომპანიის მასშტაბებიდან გამომდინარე პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • ტრანსპორტირებასთან და კვებასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს;