წარმოების მმართველი / ტექნიკური ხელმძღვანელი — ევა ჯგუფი 1

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
ევა ჯგუფი 1

წარმოების მმართველი / ტექნიკური ხელმძღვანელი

₾1000-3000 ₾ იწურება ქუთაისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს ევა ჯგუფი 1 ეძებს გამოცდილ და პასუხისმგებლიან წარმოების მმართველს, რომელსაც აქვს ტექნიკური ცოდნა ალუმინისა და ლითონის კონსტრუქციების წარმოებაში და შეუძლია საწარმოო პროცესების ეფექტიანი მართვა.

პოზიციის მიზანი:
წარმოების სრული ციკლის ორგანიზება, პროცესების კონტროლი, ხარისხის უზრუნველყოფა და საწარმოო ეფექტიანობის გაუმჯობესება.

ძირითადი მოვალეობები:

  • წარმოების პროცესის დაგეგმვა და მართვა
  • საწარმოო ვადების კონტროლი და შესრულების უზრუნველყოფა
  • ტექნოლოგიური პროცესების მონიტორინგი
  • ტექნიკური ნახაზებისა და ზომების კონტროლი
  • ხარისხის სტანდარტების დაცვა
  • დანადგარებისა და სამუშაო პროცესების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
  • პრობლემების დროული აღმოჩენა და ოპერატიული გადაწყვეტა
  • მასალების სწორად გამოყენებისა და დანაკარგების კონტროლი
  • საწარმოო გუნდის მართვა და კოორდინაცია
  • წარმოების ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა
  • ტექნიკური ნახაზების წაკითხვის უნარი
  • საწარმოო დანადგარების მუშაობის პრინციპების ცოდნა
  • ხარისხის კონტროლის გამოცდილება
  • ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი მუშაობის უნარი
  • გუნდის მართვის გამოცდილება
  • პრობლემების ანალიზისა და სწრაფი გადაწყვეტის უნარი
  • კომპიუტერული პროგრამები: Word, Excel

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
  • მზარდ ანაზღაურებას
  • პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ ადმინისტრაციული მართვა, არამედ ტექნიკური პროცესების ანალიზი, ოპტიმიზაცია და წარმოების ეფექტიანობის ზრდა.

ჩვენ მოგიძებნით სხვის ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა სხვის ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.