წარმოების მეთოდებისა და საბეჭდი ფორმების მენეჯერი- მცხეთა
ფაბრიკა 1900 ეძებს გუნდის ახალ წევრს — წარმოების მეთოდებისა და საბეჭდი ფორმების / დანების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია უკვე 10 წელია რაც გოფრირებული მუყაოს ყუთების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია საქართველოში.
ვაკანტური თანამდებობის შესახებ:
- სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია)
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით / 10:00 - 18:00
- ანაზღაურება: ფიქსირებული (კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად)
ძირითადი მოვალეობები:
- საბეჭდი ხელსაწყოების: (დანებისა და კლიშეების) შეკვეთებისა და დასაწყობების მართვა;
- შეკვეთების აღრიცხვა სხვადასხვა პროგრამაში;
- საბეჭდი დანებისა და ფორმების (კლიშეების) შესაბამისი დანადგარის მიხედვით გამოყენების უზრუნველყოფა;
- საბეჭდი ხელსაწყოების შეკვეთამდე ფაილების ტექნიკური ვერიფიკაცია დანადგარების მახასიათებლებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
- დაზიანებული დანებისა და ფორმების დროული აღრიცხვა და სისტემაში დაფიქსირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ინჟინერიის, წარმოების მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით
- სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საწარმოო, სტამბის ან სარეკლამო/print production მიმართულებით;
- დეტალებზე ორიენტირების მაღალი უნარი;
- ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები
- სავალდებულოა გრაფიკული პროგრამების (Adobe Illustrator, CorelDRAW) და MS Office-ის სრულყოფილი ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
- კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას
- ტრანსპორტირებას
- ჯანსაღ და სამართლიან სამუშაო გარემოს
"ფაბრიკა 1900" გისურვებთ წარმატებებს!