წარმოების მენეჯერი- ქუთაისი — კრაფტ ფუდი

კრაფტ ფუდი

წარმოების მენეჯერი- ქუთაისი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Craft Food რესტორნების შვილობილი კომპანია - Craft Food ქუთაისი აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის პოზიციაზე ქ.ქუთაისში.

Craft Food - სწრაფი კვების ობიექტი, 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მოიცავს 6 ფილიალს თბილისის მასშტაბით.

Craft Food მომხმარებელს, 2022 წლიდან, თავისი სარესტორნე ქსელის მეშვეობით, ჯანსაღად წარმოებულ ყველა სწრაფი კვების პროდუქტს ერთ სივრცეში სთავაზობს, ესენია: "კრაფტ ჰოთ-დოგი", "კრაფტ შაურმა", "კრაფტ ბურგერი", "კრაფტ პიცა" და სხვა.

Craft Food რესტორნებს აქვს საწარმო, რომელიც თავის მხრივ აწარმოებს სოსისებს, ამზადებს სოუსებს და საჭირო ნედლეულს ფილიალების მოსამარაგებლად.

სამუშაო პირობები:

სამუშაო განაკვეთი: სრული 09:00-18:00.

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ზვიად გამსახურდიას 16.

ძირითადი მოვალეობები:

  • წარმოების გამართულად მუშაობის კონტროლი
  • საქონლის მიღების კონტროლი
  • წარმოებაში არსებული ყოველდღიური პროცესების მართვა და დაგეგმვა;
  • საწარმოო პროცესების კონტროლი;
  • საწარმოო მარაგების აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი;
  • წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის უწყვეტობის უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის მართვა, დავალებების განაწილება, სამუშაო გრაფიკების დაცვა;
  • დანადგარებისა და ელექტრო ხელსაწყოების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ტექნოლოგთან და შეფ-მზარეულთან ერთად ახალი პროდუქტის კალკულაციაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • (სასურველია: კვების ტექნოლოგი, ბიზნეს ადმინისტრირება და მომიჯნავე დარგები)
  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • კვების წარმოების ინდუსტრიის კარგი ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა
  • პასუხისმგებლიანობა
  • პუნქტუალურობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

განცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2026 წლის 19 ივლისი.