წარმოების მენეჯერი
კომპანია „ქართული ღვინის სახლი“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. გორი, თამარ მეფის № 26
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;
- ქართული და რუსული ენების ცოდნა კარგად;
- დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- 1C პროგრამის ცოდნა;
- უპირატესობა მიენიჭება ქ. გორში მცხოვრებ კანდიდატებს;
ძირითადი მოვალეობები:
- ღვინის ჩამოსხმის საამქროს ყოველდღიურ მუშაობაში ჩართულობა;
- შეკვეთების კონტროლი;
- მიღებული შეკვეთების წარმოებაში გადაცემა;
- მუშაობა კლიენტებთან;
- წარმოების კონტროლი და აღრიცხვა შესაბამის პროგრამაში;
- კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა;
პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი
- დაგეგმვის და დროის ოპტიმალური განაწილების უნარი
- დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პუნქტუალობა
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა
- კომუნიკაბელურობა
ანაზღაურება: 1 800 – 2 300 ლარი (საპენსიო გადასახადის ჩათვლით)
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00სთ.