წარმოების ხელმძღვანელი- მცხეთა, საგურამო — კახური ტრადიციული მეღვინეობა

კახური ტრადიციული მეღვინეობა — ლოგო
კახური ტრადიციული მეღვინეობა

წარმოების ხელმძღვანელი- მცხეთა, საგურამო

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კახური ტრადიციული მეღვინეობა

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 სთ.

ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მარანის ნედლეულისა და დამხმარე მასალების მარაგების მონიტორინგი და კონტროლი
  • საჭირო მასალების, ინვენტარისა და აღჭურვილობის შესყიდვების პროცესის კოორდინაცია
  • მიღებული, გამოყენებული და ნაშთში არსებული მასალების აღრიცხვის უზრუნველყოფა
  • წარმოებული პროდუქციის აღრიცხვა, ნაშთების კონტროლი და შესაბამის სისტემაში დროული ასახვა
  • მარანის საწყობისა და მზა პროდუქციის შენახვის პროცესების კონტროლი
  • პერიოდული ინვენტარიზაციის ორგანიზება, ჩატარება და შედეგების ანალიზი
  • მიღებული და გაცემული მასალებისა და პროდუქციის დოკუმენტაციის წარმოება
  • მარანის საქმიანობასთან დაკავშირებული საოპერაციო დოკუმენტაციის მართვა
  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია და მიწოდების ვადების კონტროლი
  • მარაგების, შესყიდვებისა და წარმოებული პროდუქციის შესახებ ანგარიშების მომზადება
  • მეღვინესთან, წარმოებისა და სხვა ჩართულ დეპარტამენტებთან ეფექტიანი კოორდინაცია
  • ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ლოგისტიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, მეღვინეობის, აგრონომიის ან მონათესავე მიმართულებით)
  • საოპერაციო, საწყობის, ლოგისტიკის, შესყიდვების ან წარმოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
  • MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი