წარმოების ხელმძღვანელი — მარმარილო

მარმარილო — ლოგო
მარმარილო

წარმოების ხელმძღვანელი

₾3000 ₾ ახალი მცხეთა · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია „მარმარილო“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ჩვენ ვართ ბუნებრივი ქვების მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ქვის დამუშავებასა და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას.

სამუშაო პირობები:

  • ხელფასი: 3000 ლარი (ხელზე ასაღები)
  • კვებით უზრუნველყოფა
  • ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება
  • საცხოვრებლით უზრუნველყოფა (საჭიროების შემთხვევაში)

სამუშაო გრაფიკი:

  • ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
  • 09:00 – 18:00

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც:

  • აქვს წარმოების მართვის გამოცდილება (უპირატესად ჩაითვლება)
  • ორგანიზებული და პასუხისმგებლიანია
  • შეუძლია გუნდის ეფექტურად მართვა
  • ორიენტირებულია ხარისხსა და შედეგზე

სტაჟირების ანაზღაურება განიხილება კანდიდატთან ინდივიდუალურად, მისი გამოცდილებისა და უნარების გათვალისწინებით.

წარმოების ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობები:

  • შეკვეთების მართვა და კონტროლი
  • შეკვეთების წარმოებაში ჩაშვება და მათი შესრულების კონტროლი როგორც ხარისხობრივად, ასევე ვადების დაცვით.
  • პერსონალის მართვა და კონტროლი
  • თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის, დასწრება-გასვლის და კეთილსინდისიერი მუშაობის კონტროლი.
  • ხარისხის კონტროლი
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და სტანდარტების დაცვა.
  • მზა პროდუქციის კონტროლი
  • სარეალიზაციო პროდუქციის (შეკვეთების) რაოდენობრივი კონტროლი.
  • ტექნიკური გამართულობის კონტროლი
  • ქარხნის დაზგა-დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.

უპირატესობები:

  • სიცოცხლის დაზღვევა
  • საცხოვრებლის უზრუნველყოფა
  • საწვავის ხარჯების ანაზღაურება
  • ტრანსპორტირების უზრუნველყოფა
  • უფასო კვება