წარმოების ხარისხის კონტროლის მენეჯერი
UG Lubricants აცხადებს ვაკანსიას წარმოების ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის აღწერა:
UG Lubricants არის ქართული საწარმოო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია საავტომობილო და სამრეწველო სექტორისთვის განკუთვნილი საპოხი მასალების, ზეთებისა და ტექნიკური სითხეების წარმოებაში.
კომპანია ფლობს თანამედროვე საწარმოო ქარხანას, რომელიც მდებარეობს ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, და მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, მორგებულს სხვადასხვა ინდუსტრიის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გრძელვადიანი და ურთიერთსასარგებლო პარტნიორული ურთიერთობების განვითარება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, რაც კომპანიის მდგრადი ზრდისა და წარმატების საფუძველს წარმოადგენს.
ფუნქცია-მოვალეობები
- ნედლეულისა და საქონლის ხარისხის კონტროლი მიღებისა და შენახვის ეტაპებზე;
- პროდუქციის ხარისხის კონტროლი წარმოების, შენახვისა და დატვირთვის პროცესებში;
- პროდუქციის შესაბამისობის კონტროლი დადგენილ სტანდარტებსა და მოთხოვნებთან;
- ეტიკეტების მომზადება დამტკიცებული შაბლონის შესაბამისად;
- პროდუქციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე, მათ შორის ხარისხისა და უსაფრთხოების პასპორტების;
- საწარმოო ტერიტორიაზე სისუფთავისა და დადგენილი მოთხოვნების დაცვის კონტროლი;
- ხარისხთან დაკავშირებული შეუსაბამობების გამოვლენა, აღრიცხვა და ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების შესრულება;
- შრომის უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო, ეკოლოგიური და ელექტროუსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- შედეგზე ორიენტირებულობა და მიზანმიმართულობა;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ყურადღებიანობა;
- MS Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით Word-ისა და Excel-ის, კარგი ცოდნა;
- ელექტრონული ფოსტის ეფექტურად გამოყენების უნარი;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
- ენების ცოდნა:
- ქართული – აუცილებელია
- ინგლისური – სასურველია
- რუსული – აუცილებელია
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი (Full time)
სამუშაო გრაფიკი / ფორმატი
სრული – ოფისში მუშაობა (ქუთაისი)
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
ანაზღაურება
კონკურენტული (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)
ბენეფიტები
- სამედიცინო დაზღვევა
- ბონუსების სისტემა
- პროფესიული განვითარება საერთაშორისო გაყიდვების მიმართულებით
- საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობის გამოცდილება
- სტაბილური საწარმოო კომპანია გრძელვადიანი განვითარების გეგმებით
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ბონუსები და წახალისება