წარმოების ინჟინერი- რუსთავი — Go-Playgrounds

Go-Playgrounds

წარმოების ინჟინერი- რუსთავი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო.

"გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს - წარმოების ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N 2

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • პროდუქციის მოსამზადებლად საჭირო შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის (საინჟინრო ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაცია) მომზადება, მართვა და პროცესში ჩართული თანამშრომლებისთვის გადაცემა.
  • პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკური სპეციფიკაციების განსაზღვრა, შესაბამის საინჟინრო დოკუმენტაციაში გათვალისწინება და პროცესში ჩართული თანამშრომლებისთვის განაწილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საინჟინრო მასალების მომზადება წარმოების შეკვეთებისთვის;
  • სამუშაო ნახაზების დაგეგმვა;
  • მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება საინჟინრო დეპარტამენტთან
  • კომპანიის საინჟინრო ცოდნის მართვა
  • პასუხისმგებლობის აღება, კომპიუტერული ფორმატების განსაზღვრასა და შენარჩუნებაზე.
  • საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური და პროფესიული მხარდაჭერა წარმოების განყოფილებისთვის;
  • ყველა საინჟინრო ინფორმაციის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა- ფაილების დოკუმენტირება და სწორად შენახვა.
  • გაკონტროლება შესაბამისი შეკვეთის დეტალებსა და შესრულების გეგმებს შორის.
  • წარმოების ეფექტური დაგეგმვა;
  • სტანდარტული და კომბინირებული პროდუქტების საინჟინრო ინსპექტირების ჩატარება
  • წარმოების პროცესში ჩართული ყველა პირისთვის, პროდუქტის ტექნიკური დეტალების გაცნობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, არქიტექტორის, სამშენებლო მიმართულებით;
  • AutoCAD, SOLIDWORKS, ArchiCAD პროგრამების ცოდნა;
  • სავალდებულოა ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება, მსგავს ან ანალოგიურ პოზიციაზე.

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • გამართული კომუნიკაციის უნარი
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ლიდერობის უნარი
  • თავდაჯერებულობა
  • ორგანიზებულობა

რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში.

"გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!