წარმოების ბუღალტერი
კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.
თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.
კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს N 12.
სამუშაო განაკვეთი: სრული, 40 საათი.
ძირითადი ფუნქციები:
- ცენტრალურ საკონდიტრო წარმოებასა და ფილიალებში ყოველდღიურად დამზადებული პროდუქციის წარმოების ბუღალტრული ოპერაციების წარმოება/კონტროლი;
- გაყიდვების, შიდა გადაზიდვების, ჩამოწერების ყოველდღიური ოპერაციების გადამოწმება პროგრამულად და შესაბამისი ოპერაციების განხორციელება;
- ყოველი კვირის/თვის ბოლოს, ყველა არსებული საწყობის ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ნაშთების პროგრამაში შედარება/ასახვა და კონტროლი;
- თვის განმავლობაში შესრულებული ოპერაციების შეჯამების შედეგად დანაკლისის გამოვლენა;
- თვის განმავლობაში ფაქტიურად გახარჯული ნედლეულის აღრიცხვის უზრუნველყოფა, შეჯამება და მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისათვის;
- კომპანიის მომწოდებლებისგან საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, და სხვ.) მიღება, შემოწმება და სისტემაში დროული გატარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
- წარმოების ბუღალტრად მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office Excel, Fina).
პიროვნული მახასიათებლები:
- პრიორიტეტების სწორად დანახვის უნარი;
- დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლიანობა;