წარმოების აღრიცხვის მენეჯერი — ასორტი ვერე

ასორტი ვერე — ლოგო
ასორტი ვერე

წარმოების აღრიცხვის მენეჯერი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.

კომპანია "ასორტი ვერე" აცხადებს ვაკანსიას წარმოების აღრიცხვის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12.

სამუშაო განაკვეთი: სრული, 40 საათი.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი.

ძირითადი ფუნქციები:

  • ცენტრალურ საკონდიტრო წარმოებაში საწყობიდან ფაქტიურად მისაღები ნედლეულის დილის მიღების განხორციელება და პროგრამული ასახვა, წარმოების შიგნით, შესაბამისი სამუშაო ჯგუფებისათვის ჩაბარება, საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულის პროგრამულად ასახვა, ასევე, დღის მანძილზე ნედლეულის საკონდიტრო წარმოებაში დამატებითი ნედლეულის მიღების შემთხვევაში ამ უკანასკნელის პროგრამულად ასახვა;
  • ცენტრალური საკონდიტრო წარმოებიდან ყოველდღიურად გასასვლელი პროდუქციის შეკვეთების მიღება, სრულად პროგრამულად ასახვა;
  • ცენტრალური საკონდიტრო წარმოებიდან გასული საკონდიტრო ნაწარმის შესახებ ინფორმაციის პროგრამულად აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის გამზადება;
  • ცენტრალური საკონდიტრო წარმოების თანამშრომლებზე კონსიგნაციით გასაყიდი პროდუქციის შეკვეთ (ებ)ის მიღება, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და პროგრამულად ასახვა;
  • ცენტრალურ საკონდიტრო წარმოებაში არსებული ან/და საკონდიტრო წარმოებიდან გაშვებული საკონდიტრო ნაწარმის ჩამოწერების კონტროლი;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი, ზედამხედველობა და შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მოსმენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MC Office Excel, Fina).

პიროვნული მახასიათებლები:

  • ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • პრიორიტეტების სწორად დანახვის უნარი;
  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;