წარმოებაში დამხმარე პერსონალი- რუსთავი
შპს "ემერენ გრუპი" აწარმოებს ხარისხიან ხილ-ბოსტნის ნაწარმის შეფუთვას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანიას ასევე აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, რომელიც პროდუქტს ანაწილებს საქართველოს მასშტაბით.
მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.
მისამართი: ქ. რუსთავი
სამუშაო განრიგი: 14:00-დან 23:00-მდე
ხელფასი: პირველი თვე 1500 ლარი
დასვენება: კვირაში 1 დღე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქტის გადარჩევა ხარისხის მიხედვით
- გადარჩეული პროდუქტის კონტეინერებში მოთავსება
- პროდუქტის აწონვა
- ეტიკეტირების შესრულება
- ყუთების გადაადგილება და განთავსება სამუშაო პროცესის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობა და დისციპლინა
- გუნდში მუშაობის უნარი
- სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა
- მუშაობის გამოცდილება.