წამყვანი ინფრასტრუქტურის ინჟინერი/დატა-ცენტრის არქიტექტორი
"Solar Solutions Georgia" აცხადებს ვაკანსიას წამყვანი ინფრასტრუქტურის ინჟინრის/დატა-ცენტრის არქიტექტორის თანამდებობაზე.
ჩვენი გუნდი ეძებს გამოცდილ და პრაქტიკოს დატა-ცენტრის არქიტექტორს / წამყვან ინჟინერს, რომელიც სათავეში ჩაუდგება ჩვენი ახალი მაღალი სიმძლავრის გამოთვლითი ინფრასტრუქტურის ნულიდან დაპროექტებისა და ფიზიკურად აწყობის პროცესს.
ეს არ არის მიმდინარე სისტემების მხარდაჭერის პოზიცია. ჩვენ გვჭირდება ადამიანი, ვისაც აქვს ძლიერი ტექნიკური ხედვა, შეუძლია საინჟინრო გამოწვევების დამოუკიდებლად გადაჭრა და აპარატურის, კვების, გაგრილებისა და ქსელის ერთ მთლიან, გამართულ ეკოსისტემად შეკვრა.
ძირითადი მოვალეობები:
- არქიტექტურის დაპროექტება: დატა-ცენტრის სივრცის დაგეგმვა, სერვერული კარადების (Racks) განლაგების, კაბელირების სისტემებისა (Cable Management) და ტექნიკური ზონების ოპტიმალური არქიტექტურის შექმნა.
- კვებისა და გაგრილების დაანგარიშება: მაღალი სიმძლავრის (High-Density) გამოთვლითი კვანძების ენერგომოხმარების გათვლა, ფაზების ბალანსირება, ჭკვიანი PDU-ების შერჩევა და ეფექტური გაგრილების (ჰაერის ნაკადების მართვა / Hot-Cold Aisle ან თხევადი გაგრილება) დაპროექტება.
- აპარატურის ფიზიკური აწყობა (Hardware Assembly): კომპონენტების (დედაპლატები, პროცესორები, GPU-ები, კვების ბლოკები) შერჩევაში მონაწილეობა, სერვერების ხელით აწყობა, შასიში (Chassis) მონტაჟი და ტესტირება.
- ქსელური ინფრასტრუქტურის გამართვა: მაღალსიჩქარიანი დატა-ცენტრის შიდა და გარე ქსელების (L2/L3 ტოპოლოგია, Core/Access Switches, Firewalls) ნულიდან კონფიგურაცია.
- სისტემური არქიტექტურა: სერვერებზე ოპერაციული სისტემების (Linux) ბაზაზე ვირტუალიზაციის, კლასტერიზაციისა და მონიტორინგის სისტემების (Zabbix, Grafana) პირველადი გამართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3-5-წლიანი გამოცდილება IT ინფრასტრუქტურის მიმართულებით, საიდანაც აუცილებელია დატა-ცენტრის ან სერვერული ჰაბის ნულიდან მოწყობის დადასტურებული პრაქტიკული გამოცდილება.
- High-Density ინჟინერია: მაღალი სიმძლავრისა და თბოგამოყოფის მქონე სერვერულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (ენერგოეფექტურობის, TDP-ისა და გაგრილების სპეციფიკის ღრმა ცოდნა).
- Networking: ქსელური არქიტექტურის (VLAN, Routing, BGP/OSPF, VPN, ქსელის უსაფრთხოება) მაღალ დონეზე ცოდნა და Enterprise დონის მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება.
- OS & Virtualization: Linux (Ubuntu/Debian, RHEL/CentOS) ადმინისტრირება; Bare-metal ვირტუალიზაციის პლატფორმების (Proxmox, KVM, ESXi) ცოდნა.
- პიროვნული თვისებები: პროექტის მენეჯმენტის უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა და კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი Troubleshooting-ის ნიჭი.
ჩაითვლება დიდ უპირატესობად:
- მობილურ ან კონტეინერულ დატა-ცენტრებთან (Containerized Data Centers) მუშაობის გამოცდილება.
- თხევადი/წყლის გაგრილების სისტემების (Liquid Cooling / Direct-to-Chip) დაპროექტების ან აწყობის გამოცდილება.
- ენერგეტიკული აუდიტის ან ალტერნატიული ენერგიის წყაროების (მაგ. მზის ელექტროსადგურები) დატა-ცენტრთან ინტეგრაციის გამოცდილება.
რას ვთავაზობთ:
- უნიკალურ შესაძლებლობას — მართო მასშტაბური პროექტი იდეის დონიდან სრულ რეალიზებამდე.
- მაღალ, კონკურენტულ ანაზღაურებას (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად).
- სრულ ტექნიკურ და მატერიალურ მხარდაჭერას პროექტის განხორციელების პროცესში.
- პროფესიულ თავისუფლებას არქიტექტურული გადაწყვეტილებების მიღებისას.