ტრენინგების სპეციალისტი — გუდვილი

გუდვილი — ლოგო
გუდვილი

ტრენინგების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.

"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას ტრენინგების სპეციალისტის პოზიციაზე.

გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!

ფუნქცია-მოვალეობები:

  • თანამშრომელთა სასწავლო საჭიროებების ანალიზი (Training Needs Analysis);
  • წლიური სასწავლო გეგმისა და ტრენინგ კალენდრის შექმნა;
  • პროფესიული, ლიდერული და Soft Skills ტრენინგების ჩატარება;
  • ტრენინგების ფასილიტაცია, ვორქშოფებისა და განვითარების სესიების მართვა;
  • ახალი თანამშრომლების ონბორდინგისა და ადაპტაციის სასწავლო პროცესის ორგანიზება;
  • ინდივიდუალური განვითარების გეგმების (IDP) შემუშავებაში მონაწილეობა;
  • მენეჯერებისა და თანამშრომლების Coaching / Mentoring მხარდაჭერა;
  • ტალანტების განვითარებისთვის პროგრამების მხარდაჭერა/შექმნა;
  • ტრენინგების ეფექტურობის შეფასება და უკუკავშირის ანალიზი;
  • სასწავლო მასალების, პრეზენტაციებისა და განვითარების ინსტრუმენტების შექმნა;
  • სწავლებისა და განვითარების ანგარიშგების მომზადება HR დეპარტამენტისა და მენეჯმენტისთვის;
  • ორგანიზაციაში სწავლების კულტურის განვითარების ხელშეწყობა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი, TOT სერტიფიკატი;
  • ტრენინგების ორგანიზების და ჩატარების მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ფლობა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა.

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;
  • ანაზღაურება: ანაზღაურება: ფიქსირებული + ეფექტური საბონუსე სისტემა;
  • ლოკაცია: დიღომი, ფარნავაზ მეფის გამზირი N1;
  • ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
  • Fitpass ბარათს.

გისურვებთ წარმატებას!