ტრანზიტული გადაზიდვების ლოჯისტიკის მენეჯერი
კომპანია "პრემიუმ ლოჯისტიკს ინთერნეიშენალ" აცხადებს ვაკანსიას ტრანზიტული გადაზიდვების ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი და პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, გაბრიელ სალოსის 132 ნომერი
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30
- ანაზღაურება: ფიქსირებული, გამოცდილების მიხედვით + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- ტრანსპორტირების და საბაჟო პროცესების სრული ოპერაციული მართვა და კონტროლი;
- სატრანსპორტო, საბაჟო და თანმხლები დოკუმენტაციის მართვა და კონტროლი;
- პრობლემური შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და ეფექტური გადაწყვეტა;
- პარტნიორების ბაზის მუდმივი განახლება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ტრანზიტული გადაზიდვების მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- თურქული და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- შედეგებზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;