ტრანზაქციების სპეციალისტი — m²

m² — ლოგო

ტრანზაქციების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.

ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს!

"კომპანია m²" აცხადებს ვაკანსიას ტრანზაქციების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ჩარიცხვების აღრიცხვა კომპანიაში არსებულ გაყიდვების პროგრამაში;
  • გაყიდვების პროგრამაში სხვადასხვა ცვლილების შეტანა;
  • ჯავშნების მონიტორინგი;
  • გაყიდვების პროცესში მომხდარი ცვლილებების განხორციელება;
  • ბანკებთან ურთიერთობა სესხებთან დაკავშირებით;
  • თვის დახურვასთან დაკავშირებით რეპორტების მომზადება;

საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:

  • უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, მათემატიკის მიმართულებით);
  • უპირატესობა მიენიჭებათ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
  • MS Office-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარებისა და მხარდაჭერის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის უნარი;
  • ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • მოქნილობა ცვლილებების მიმართ;

ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.

ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.