ტორტის ჩამკრემავი- ვარკეთილი — მადარტი

მადარტი — ლოგო
მადარტი

ტორტის ჩამკრემავი- ვარკეთილი

₾1900 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს "მადარტის" გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას ტორტის ჩამკრემავის პოზიციაზე!

აღნიშნულ პოზიციაზე მოსახვედრად შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:

  • გასაუბრება HR სპეციალისტთან;
  • სტაჟირების ეტაპი ფილიალში.

ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ:

  • შრომისა და საქმის სიყვარულს;
  • პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ტორტის ჩაკრემვა - ბისკვიტის დანამვა, შიგთავსისა და კრემის განთავსება;
  • ტორტის შემოლესვა და დასრულება - ტორტზე დეკორის განთავსება, სილიკონის სარტყელის შემოკვრა და მისთვის საბოლოო ვიზუალის მიცემა;
  • სამუშაო პროცესში გამოყენებული ინვენტარის მოფრთხილებაზე ზრუნვა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი;

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე;

ანაზღაურება: 1300-1900 ლარი.

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ით სარგებლობას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
  • უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.