თევზის სექციის თანამშრომელი
სააქციო საზოგადოება "ფორ სიზ თრეიდინგი" იგივე "ფიშმარკეტი" აცხადებს ვაკანსიას თევზის სექციის თანამშრომლის პოზიციაზე.
კომპანია "ფორ სიზ თრეიდინგი" 2017 წლიდან ახორციელებს თევზის, ზღვის პროდუქტების, ღვინისა და სხვადასხვა სახის პროდუქტების რეალიზაციას. ამ ეტაპზე გვაქვს 2 საფირმო მაღაზია და ათეულობით პარტნიორი ორგანიზაცია, რომელთაც ვაწვდით ჩვენს პროდუქციას.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 5 დღე სამუშაო 2 დღე დასვენება (სამუშაო საათები 10:00 - 20:00)
ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები)
მოვალეობები:
- თევზის სექციის გაწყობა წინასწარ განსაზღვრული ნორმების მიხედვით
- თევზისა და ზღვის პროდუქტების ასორტიმენტის ცოდნა (ადგილზე შეგასწავლით)
- სამაცივრე კამერაში მარაგების კონტროლი და დახლზე განთავსება
- პროდუქციის სწორი შენახვა - დაყინულება წინასწარ განსაზღვრული წესების მიხედვით
- მაღაზიის მომხმარებლების მომსახურება (თევზის დამუშავება, დაჭრა გასუფთავება და სხვა)
- სანიტარულ ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა მაღალი სტანდარტით
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა
- მენეჯერისა და საცალო გაყიდვების ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მომსახურების სფეროში გამოცდილება
- პრიორიტეტი მიენიჭება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას
- სასურველია მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება
- მოწესრიგებული, დეტალებზე ორიენტირება და პასუხისმგებლიანობა
კომპანია გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას (პსპ)
- მეგობრულ და მყუდრო სამუშაო გარემოს
- მოქნილ გრაფიკს, სტაბილურ ანაზღაურებას და საუკეთესო სამუშაო პირობებს