ტესტირების ავტომატიზაციის უფროსი ინჟინერი
HashBank არის თანამედროვე ბანკი თანამედროვე ცხოვრებისთვის, ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებულ, რევოლუციურ პროდუქტს და ვცვლით წარმოდგენას საბანკო ინდუსტრიის შესახებ.
ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა - სრული დაფინანსებით პირველივე სამუშაო დღიდან;
- Birthday Day Off - დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე თქვენს დაბადების დღეზე;
- Day Off - დამატებითი 3 ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღე წლის განმავლობაში პირადი დროისთვის;
- განსაკუთრებული ფასდაკლებები ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებსა და სხვადასხვა კვების ობიექტში;
- ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების დროს - დაოჯახების და შვილის შეძენის შემთხვევაში;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
- საკვალიფიკაციო ტრენინგების დაფინანსება.
სამუშაო პირობები:
- პოზიციის დასახელება: ტესტირების ავტომატიზაციის უფროსი ინჟინერი
- სამუშაო განრიგი: სრულად ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00-19:00სთ.
- ოფისის მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი.
სამუშაო აღწერილობა:
- პროდუქტის მასშტაბის, მიზნების, ფუნქციონალის გააზრება.
- QA ავტომატიზაციის ტესტ-სკრიპტების დიზაინი, განვითარება და მოვლა API და მობაილში.
- ავტომატური ტესტ-ქეისების ყველა აქტივობის მხარდაჭერა, მოვლა და გაუმჯობესება.
- ტესტის შედეგების ანალიზი, ბაგების იდენტიფიცირება.
- გუნდის წევრებთან თანამშრომლობა ავტომატიზაციის ეფექტური სტრატეგიების დიზაინისა და იმპლემენტაციის მოსაძებნად.
- DevOps გუნდთან თანამშრომლობა CI/CD პაიპლაინის შექმნისა და გაუმჯობესებისთვის.
- დავალებების ორგანიზება პროდუქტიულობის მაქსიმიზაციისა და მაღალი ხარისხით დროულად მიწოდებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამოცდილება ვებსა და მობილურ ტექნოლოგიებთან.
- გამოცდილება API ტესტირებაში RestAssured ის გამოყენებით.
- გამოცდილება MS SQL-ში.
- გამოცდილება Programming ენაში: Java.
- CI/CD პროცესების მართვის გამოცდილება.
- გამოცდილება შემდეგი ფრეიმვორკებით: K6, Rest Assured, Appium.
- გამოცდილება შემდეგი ხელსაწყოებით: GIT, CLI, Jira, Qase, io.
პიროვნული მახასიათებლები:
- ძლიერი ორგანიზაციული, ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი.
- კომუნიკაბელურობა, მოქნილობა, სამუშაო გუნდში მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება.
- პრობლემის სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტის და ტრაფლშუთინგის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 1 აგვისტო, 2026.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.