თერძი
სტრუქტურული ქვედანაყოფი: სსიპ "კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი კვინიტაძის და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის" ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილება
თანამდებობა: უზრუნველყოფის ჯგუფის თერძი
დაქვემდებარება:
- უშუალო ხელმძღვანელი
- უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი
- პირდაპირი ხელმძღვანელი
- განყოფილების უფროსი
ფუნქცია-მოვალეობები:
ძირითადი ფუნქციონალური მოვალეობები:
- სამხედრო სკოლის პირადი შემადგენლობის საველე, სააღლუმე და ყოველდღიური ფორმების გარემონტება-გადაკეთება;
- სამუშაო ინვენტარის მოვლა-პატრონობა;
- მასზე მიმაგრებული ელექტრო ხელსაწყოების ექსპლუატაციის წესების დაცვა და გაუმართაობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახსენოს განყოფილების უფროსს;
- საქართველოს სახელმწიფო დროშების, სამხედრო სკოლის დროშებისა და სხვა დროშების შეკერვა და გარემონტება;
- კომპეტენციის ფარგლებში სამხედრო სკოლაში დაზიანებული სანივთე ქონების შეკეთების ღონისძიებების უზრუნველყოფა;
- სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა და სამუშაო ადგილის მოწესრიგებულობა;
- ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დაცვა.
დამატებითი ფუნქციონალური მოვალეობები: განყოფილების უფროსის ცალკეული/სხვა დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება.
თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
ხარისხი (სავალდებულო)
- საშუალო
- შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დიპლომი
ხარისხი (სასურველი)
- საშუალო-პროფესიული
- შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დიპლომი
გამოცდილება:
შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება: მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
ცოდნა:
- სამუშაო უსაფრთხოების ნორმების ცოდნა
- ჰიგიენისა და სისუფთავის დაცვის წესების ცოდნა
- ელექტრო ხელსაწყოების ექსპლუატაციის წესების ცოდნა
- ელექტრო ხელსაწყოების მუშაობის პრინციპის ცოდნა
კომპეტენციები:
კომუნიკაცია
უნარები:
- კომუნიკაბელურობა
- გამართულად წერისა და მეტყველების უნარი (სტრუქტურული, სტილისტური და გრამატიკული წესების ცოდნა)
სხვა უნარები:
- უცხო ენის ცოდნა არ არის სავალდებულო
- კომპიუტერული პროგრამები: ელექტრობრუნვის პროგრამა (E-MOD)
ხელფასი: 1417 ლარი