ტენდერი ფსიქოლოგის სუპერვიზიის მომსახურების შესყიდვაზე — SOS ბავშვთა სოფელი

SOS ბავშვთა სოფელი — ლოგო
SOS ბავშვთა სოფელი

ტენდერი ფსიქოლოგის სუპერვიზიის მომსახურების შესყიდვაზე

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საქართველოს "SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ტენდერს ფსიქოლოგის სუპერვიზიის მომსახურების შესყიდვაზე.

საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი, ჯვარის სათემო განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სათემო სტრუქტურებისა და ადგილობრივი პარტნიორობის გაძლიერების გზით საქართველოში" ფარგლებში, ფსიქოლოგის სუპერვიზიის მომსახურების შესყიდვის მიზნით იწვევს იურიდიულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, მათი სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი.

პროექტის შესახებ ინფორმაცია:

პროექტი - "ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სათემო სტრუქტურებისა და ადგილობრივი პარტნიორობის გაძლიერების გზით საქართველოში" მიზნად ისახავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემში, კერძოდ, ქ. ჯვარსა და სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრები 120 მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახის სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ექვს საჯარო სკოლასთან თანამშრომლობას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე.

მომსახურების მიზანი:

პროექტის "ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სათემო სტრუქტურებისა და ადგილობრივი პარტნიორობის გაძლიერების გზით საქართველოში" ფარგლებში ფსიქოლოგის სუპერვიზიის მომსახურების გაწევა.

  • სუპერვაიზორმა პროექტის ფსიქოლოგთან უნდა ჩაატაროს ექვსი სუპერვიზიის შეხვედრა 2026 წლის განმავლობაში.
  • სუპერვიზია განხორციელდება პარტნიორი ორგანიზაციის "ჯვარის სათემო განათლების ცენტრის" ოფისში, ქალაქ ჯვარში.

სავალდებულო მოთხოვნები:

  • CV;
  • ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები);
  • შევსებული უწყისი - ხარჯთაღრიცხვა.

ინდივიდუალური/მცირე მეწარმის სტატუსის არსებობის შემთხვევაში:

  • სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • მცირე ბიზნესის სტატუსის სერტიფიკატი შემოსავლების სამსახურიდან.

ფასის განაცხადი:

  • მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე; კერძოდ 1 სუპერვიზიის ჩატარების ანაზღაურება (Gross ** დარიცხული), რომელშიც შედის მგზავრობის თანხა, კვებისა და სასტუმროს ხარჯი და ასევე მომსახურების სრული ღირებულება.

თანხის გადახდის პირობები:

  • მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით აღნიშნული მომსახურების გაწევისა და სუპერვიზიის ანგარიშის წარმდგენის შემდეგ 5 კალენდარული დღის განმავლობაში.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 7 ივლისი.