ტენდერი - ფასდაკლებების მართვისა და ანალიტიკური რეპორტინგის მოდულის განვითარებაზე — ზოომარტი

ზოომარტი — ლოგო
ზოომარტი

ტენდერი - ფასდაკლებების მართვისა და ანალიტიკური რეპორტინგის მოდულის განვითარებაზე

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

საქართველოში წამყვანი ზოომაღაზიების ქსელი “ზოომარტი“ დაარსდა 2014 წელს და მიმდინარე მომენტში აერთიანებს 41 საცალო ფილიალს.

“ზოომარტი“ არის იმპორტიორი ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიც არის Affinity Petcare (Advance, Brekkies), Champion Petfoods (Acana, Orijen), Josera, Wellness, Ferplast, KONG, Morando SPA, Animonda, Antos, Versele-laga, Animology, Oxbow, Beaphar, Inodorina, Moderna, Flexi, Canvit, Dorian და Catzone.

შ.პ.ს „ზოომარტი“ აცხადებს ტენდერს „ფასდაკლებების მართვისა და ანალიტიკური რეპორტინგის მოდულის განვითარებაზე.“

ტენდერის მიზანი

ტენდერის მიზანია ფასდაკლებების მართვისა და ანალიტიკური რეპორტინგის მოდულის შემუშავება/განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებების ერთიან კლასიფიკაციას, გაყიდვების დონეზე მათ სწორ აღრიცხვას და დეტალურ ანალიტიკურ ანგარიშგებას - დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართ #1ში.

ტექნიკური მოთხოვნები

უპირატესობა მიენიჭებათ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ:

  • ERP სისტემებთან ინტეგრაციის გამოცდილება;
  • გამოცდილება 1C მაღაზია საწყობში მუშაობის. 1C ვერსია - 8.2.19.
  • ახალი მოდულების შექმნა და ჩაშენება;
  • რეპორტინგისა და BI მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • საცალო ვაჭრობის სექტორში განხორციელებული პროექტები;
  • ანალოგიური მოდულების დანერგვის გამოცდილება.

განაცხადების მიღების წესი