ტენდერი - ექსპერტი ეკოლოგიის საკითხებში — SOS ბავშვთა სოფელი

SOS ბავშვთა სოფელი — ლოგო
SOS ბავშვთა სოფელი

ტენდერი - ექსპერტი ეკოლოგიის საკითხებში

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი , "SOS ბავშვთა სოფლები მსოფლიოს მასშტაბით" (SOS-Kinderdörfer weltweit) მიერ დაფინანსებული პროექტის - "უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში" ფარგლებში, იწვევს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საბავშვო ბაღების ეზოების ეკო-მეგობრული ინვენტარით/მასალით მოსაწყობად ექსპერტის მომსახურების გაწევის თაობაზე. პროექტის შესახებ ინფორმაცია: პროექტის - "უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში" - მიზანია, ხელი შეუწყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და მაღალი ხარისხის ადრეული განათლების პრაქტიკის გაუმჯობესებას. იგი მოიაზრებს საბავშვო ბაღის პერსონალის პროფესიულ ზრდაზე, ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებაზე, ეკო-ცნობიერების ამაღლებასა და სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვის ინკლუზიის ხელშეწყობაზე მიმართულ ღონისძიებებს. ტენდერი - ექსპერტი ეკოლოგიის საკითხებში მომსახურების მიზანი: შერჩეულმა მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტში ჩართული 12 საბავშვო ბაღის გარე სივრცეების (ეზოების) შეფასება და რეკომენდაციების მომზადება უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული სათამაშო სივრცეების მოწყობისა და ეზოს აღჭურვის შესახებ. შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი: ** ქ. თბილისის 12 საბავშვო ბაღში ვიზიტების განხორციელება ** არსებული ინფრასტრუქტურისა და გარე სივრცეების შეფასება, მათ შორის: ეკოლოგიური და მდგრადი მასალების გამოყენების შესაძლებლობა, სივრცის ფუნქციური დატვირთვისთვის საჭირო მასალებით აღჭურვის შესაძლებლობა, მწვანე სივრცეებისა და ბუნებრივი ელემენტების ინტეგრირების შესაძლებლობა და სხვა. ** თითოეული ბაღისთვის ინდივიდუალური რეკომენდაციების მომზადება ეკო-მეგობრული სათამაშო და საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობის შესახებ, რომელიც მოიცავს: ეზოს ზონირებას, სათამაშო და საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობის იდეებს, ინკლუზიური ელემენტების ინტეგრაციასა და უსაფრთხოების სტანდარტებს, ეკო-მეგობრული და მდგრადი მასალების გამოყენების რეკომენდაციებსა და სავარაუდო აღჭურვილობის/ინვენტარის დეტალიზებულ ჩამონათვალს. ** პროცესის მოკლე შემაჯამებელი ანგარიშის წარმოდგენა, რომელიც მოიცავს თითოეული ბაღისთვის გაწეული რეკომენდაციებსაც. ტექნიკური განაცხადი: თანხის გადახდის პირობები: მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. მომსახურების გაწევის ვადები: მომსახურების მიწოდების პერიოდი: 2026 წლის ივნისი-სექტემბერი. წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 28 მაისი .

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ