ტენდერი ბეჭდვითი მომსახურების შესყიდვაზე — გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი

ტენდერი ბეჭდვითი მომსახურების შესყიდვაზე

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი" აცხადებს ტენდერს ბეჭდვითი მომსახურების შესყიდვაზე.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ: გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და პროგრესული მომავალის შექმნას, ბიზნესის ჩართულობით და მდგრადი მიდგომების სტიმულირებით. გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომლის მიზანია ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნა. ინიციატივა დაფუძნებულია 10 პრინციპზე, ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. პლატფორმაში გაერთიანებულია საერთაშორისო დონეზე 20 000 ათასზე მეტი ორგანიზაცია, ხოლო საქართველოს ქსელს 170-ზე მეტი წევრი ჰყავს.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი სხვადასხვა დოკუმენტების ბეჭდვის მიზნით აცხადებს ტენდერს ბეჭდვითი მომსახურების შესყიდვაზე და იწვევს პოლიგრაფიულ სფეროში მომუშავე კომპანიებს მონაწილეობის მისაღებად.

საბეჭდი მასალის აღწერილობა:

  1. ორგანიზაციის კორპორაციული ჟურნალი.

ჟურნალის მახასიათებლები:

  • ფორმატი: 215 მმ X 265 მმ;
  • შიდა გვერდების რაოდენობა: 172;
  • ყდის გვერდების რაოდენობა: 4;
  • შიდა მასალა: ცარცი 130 გრ, ფერადი ბეჭდვა, მატი (4+4);
  • ყდის მასალა: ცარცი 300 გრ, ლამინაცია - პრიალა
  • ყდაზე აკინძვა: თერმულად;
  • ბეჭდვა: ციფრულ დანადგარზე;
  • ტირაჟი: 200 ერთეული;
  • შეკვეთის ჩაბარების ვადა: საბეჭდი მასალის მოწოდებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

შენიშვნა:

  • ბეჭდვის განხორციელების დრო: წლის განმავლობაში დაიბეჭდება ორი ან სამი გამოცემა (აგვისტოს ან/და დეკემბრის თვეებში).
  1. "კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2026" კონკურსანტების შესახებ ორენოვანი საინფორმაციო ბროშურა.

ბროშურის მახასიათებლები:

  • ფორმატი: A5;
  • შიდა გვერდების რაოდენობა: 256;
  • ყდის გვერდების რაოდენობა: 4;
  • შიდა გვერდების მასალა: ცარცი 130 გრ, ფერადი ორმხრივი ბეჭდვა, მატი (4+4);
  • ყდის მასალა: ცარცი 300 გრ, ლამინაცია: მატი; შერჩევითი ლაკი;
  • აკინძვა: თერმული;
  • ტირაჟი: 150 ერთეული;
  • ბეჭდვა: ციფრულ დანადგარზე;
  • შეკვეთის ჩაბარების ვადა: საბეჭდი მასალის მოწოდებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

ბეჭდვის განხორციელების დრო: ოქტომბერი-ნოემბრის თვეები.

  1. კვლევა.
  • ფორმატი: A4
  • შიდა გვერდების რაოდენობა: 70;
  • ყდის გვერდების რაოდენობა: 4;
  • შიდა მასალა: ცარცი 130 გრ, ფერადი ბეჭდვა, მატი (4+4);
  • ყდის მასალა: ცარცი 300 გრ, ლამინაცია - მატი
  • ყდაზე აკინძვა: თერმული;
  • ბეჭდვა: ციფრულ დანადგარზე;
  • ტირაჟი: 50/100 ერთეული;
  • შეკვეთის ჩაბარების ვადა: საბეჭდი მასალის მოწოდებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

ბეჭდვის განხორციელების დრო: ივლისის თვე.

  1. ორგანიზაციის საქმიანობის ანგარიში.
  • ფორმატი: არასტანდარტული 20X20 სმ;
  • შიდა გვერდების რაოდენობა: 104;
  • ყდის გვერდების რაოდენობა: 4;
  • შიდა მასალა: ცარცი 130 გრ, ფერადი ბეჭდვა, მატი (4+4);
  • ყდის მასალა: ცარცი 300 გრ, ლამინაცია - მატი, შერჩევითი ლაკი.
  • ყდაზე აკინძვა: თერმული;
  • ბეჭდვა: ციფრულ დანადგარზე;
  • ტირაჟი: 150 ერთეული;
  • შეკვეთის ჩაბარების ვადა: საბეჭდი მასალის მოწოდებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

ბეჭდვის განხორციელების დრო: ივლისის თვე.

დამატებითი ინფორმაცია:

  • აღნიშნული ტენდერი არ მოიცავს პროდუქციის დიზაინის მომზადებას;

ტენდერში მონაწილეობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ, საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს;
  • კომპანიას უნდა ჰქონდეს პოლიგრაფიულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • აუცილებელია, რომ სრული ტირაჟის ბეჭდვამდე კომპანიამ უზრუნველყოს საბეჭდი მასალის სატესტო ნიმუშის დამკვეთისათვის მიწოდება;
  • აუცილებელია, რომ ბეჭდვა განხორციელდეს სრულად ციფრულ დანადგარზე, არ განიხილება ოფსეტურ დანადგარზე ბეჭდვა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ