ტექნოლოგის დამხმარე საყოფაცხოვრებო ქიმიის წარმოებაში — Zoma

Zoma

ტექნოლოგის დამხმარე საყოფაცხოვრებო ქიმიის წარმოებაში

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ზომა ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: ტექნოლოგის დამხმარე საყოფაცხოვრებო ქიმიის წარმოებაში.

ძირითადი მოვალეობები:
  • პროდუქციის დამზადება დამტკიცებული რეცეპტების შესაბამისად;
  • ნედლეულის მომზადება, აწონვა და დოზირება;
  • ტექნოლოგის მითითებების შესაბამისად საწარმოო პროცესში მონაწილეობა;
  • პროდუქციის შერევისა და დამზადების პროცესში დახმარება;
  • ტექნოლოგიური პროცესის ეტაპების სწორად შესრულება;
  • დამზადებული პროდუქციის შესაბამისობის კონტროლში მონაწილეობა;
  • სამუშაო ადგილისა და ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • შრომის უსაფრთხოების წესებისა და საწარმოო ინსტრუქციების დაცვა.
მოთხოვნები:
  • სასურველია საყოფაცხოვრებო ქიმიის, ქიმიური წარმოების ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • მინიმალური შეხება მაინც ქიმიურ წარმოებასთან ჩაითვლება უპირატესობად;
  • რეცეპტისა და ინსტრუქციის მიხედვით მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
  • სწავლისა და ახალი პროცესების სწრაფად ათვისების სურვილი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • შრომის უსაფრთხოების წესების მკაცრად დაცვის პასუხისმგებლობა.
სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:00-17:00
  • ანაზღაურება: 1400-2000 ₾ - კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.