ტექნიკური ზედამხედველი/ინსპექტორი — ოპტიმალ გრუპ+

ოპტიმალ გრუპ+

ტექნიკური ზედამხედველი/ინსპექტორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ოპტიმალ გრუპ +", A - ტიპის ინსპექტირების ორგანო სამშენებლო სფეროში აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ზედამხედველი/ინსპექტორის პოზიციაზე

სამუშაო განაკვეთი: სრული;

ანაზღაურება: 2000 NET.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამშენებლო ობიექტის ტექნიკური ზედამხედველობა;
  • ზედამხედველობის ობიექტზე სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ჩანაწერების წარმოება;
  • შეუსაბამობის აქტების შედგენა;
  • დაფარული სამუშაოების აქტების შედგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მშენებელ-ინჟინერი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობაში;
  • მშენებელ-ინჟინერი საავტომობილო გზების, ხიდებისა და გვირაბების;
  • ჰიდროტექნიკური ნაგებობები;
  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კარიერულ წინსვლას;
  • სამედიცინო დაზღვევა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.