ტექნიკური ზედამხედველი — მონოლით ჯგუფი

მონოლით ჯგუფი — ლოგო
მონოლით ჯგუფი

ტექნიკური ზედამხედველი

₾3500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "მონოლით ჯგუფი" ეძებს გუნდის წევრს ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: 3500 ლარი (NET), გამოცდილების შესაბამისად.

ძირითადი ფუნქციები:

  • სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
  • გამოყენებული მასალების ხარისხის კონტროლი;
  • სამუშაოთა მსვლელობისას დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრაზე ზრუნვა;
  • ფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვება და შესაბამისი აქტების წარმოება;
  • პერიოდული ანგარიშის მომზადება.
  • შესრულებული სამუშაოს ფორმა #2-ს რევიზია და დადასტურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობაში
  • სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (AutoCAD, ArchiCAD, Micorsoft Office).

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი.