ტექნიკური წარმოების მენეჯერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური წარმოების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00 სთ
ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტის პროექტის ტექნიკური შეფასება და განხორციელების გზების განსაზღვრა;
- გარე რეკლამის კონსტრუქციების ტექნიკური გადაწყვეტების შემუშავება;
- კონსტრუქციის დამაგრების, მონტაჟისა და უსაფრთხოების მეთოდების განსაზღვრა;
- მასალების, სამაგრებისა და დამხმარე ელემენტების სწორად შერჩევა;
- 2D და 3D ტექნიკური ნახაზების მომზადება;
- საწარმოო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა;
- დიზაინის ადაპტაცია წარმოებისთვის;
- წარმოების პროცესში ტექნიკური ზედამხედველობა;
- მასალების რაოდენობების (Take-Off) დათვლა;
- თვითღირებულებისა და პროექტის სავარაუდო ხარჯების გამოთვლა;
- დიზაინის, წარმოებისა და მონტაჟის გუნდებთან კოორდინაცია;
- საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე გასვლა, აზომვები და ტექნიკური შეფასება;
- რთული კონსტრუქციების ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება;
- წარმოების ტექნიკური სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
მოთხოვნები:
- ტექნიკური წარმოების, გარე რეკლამის ან მონათესავე სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია ფართოფორმატიანი და გარე რეკლამის წარმოების გამოცდილება;
- CorelDRAW-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- Adobe Illustrator-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- AutoCAD-ის ცოდნა;
- 3D მოდელირების პროგრამების (SketchUp, SolidWorks, Rhino, Autodesk Inventor ან მსგავსი) ცოდნა;
- ტექნიკური ნახაზების შექმნის გამოცდილება;
- კონსტრუქციების დაგეგმარებისა და ტექნიკური გაანგარიშების გამოცდილება;
- სხვადასხვა საწარმოო მასალის (ალუმინი, მეტალი, კომპოზიტი, აკრილი, PVC, პოლიკარბონატი და სხვა) ცოდნა;
- სამაგრების, შედუღების, ჭრისა და აწყობის ტექნოლოგიების ცოდნა;
- მასალებისა და წარმოების ხარჯების დათვლის გამოცდილება;
- Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა.
რას გთავაზობთ?
- FITT Pass;
- მშვიდ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- სტაბილურ და გრძელვადიან დასაქმებას;
- კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- მასშტაბურ და საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
- თანამედროვე საწარმოო ტექნიკასთან და პროფესიონალ გუნდთან მუშაობას.