ტექნიკური სპეციალისტი- ქუთაისი
კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: "CARTE NOIRE", "JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ტექნიკური სპეციალისტი
სამუშაო არეალი: დასავლეთ საქართველო (იმერეთი, სამეგრელო)
ოფისის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი
ფუნქცია-მოვალეობები:
- ყავის აპარატების ტექნიკურად და პროგრამულად გამართვა;
- გეგმური და არაგეგმური საპროფილაქტიკო სამუშაოების წარმოება;
- ყავის გემოს დარეგულირება კომპანიის სტანდარტების მიხედვით;
- ყავის აპარატების მარაგების შექმნა;
- ყავის აპარატების მონტაჟი წინასწარ მითითებულ ლოკაციებზე კომპანიის სტანდარტების გათვალისწინებით;
- სარეკლამო დაფის დამონტაჟება წინასწარ შეთანხმებულ ობიექტზე;
- ყავის აპარატის მონტაჟისთვის საჭირო აქსესუარების მიტანა/მონტაჟი ობიექტზე;
- ყავის აპარატის გამართულად მუშაობის პრინციპების სრულფასოვნად ახსნა, პრეზენტაცია ობიექტის მფლობელისთვის;
- ყავის აპარატებისა და სხვა სარეკლამო აქსესუარების დემონტაჟი ობიექტიდან.
უნარ-ჩვევები:
- შრომისმოყვარეობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა.
აუცილებელი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება პროფესიული ყავის აპარატების მიმართულებით ან ელექტრიკოსად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად. ასევე განიხილება საგადახდო აპარატებთან მუშაობის გამოცდილებაც;
- საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 1000-1800 ლარი, გამოცდილების შესაბამისად;
- სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00;
- დასვენება: შაბათი, კვირა;
- ანაზღაურებას ემატება 150 ლარი ავტომანქანის ცვეთისთვის;
- საწვავი;
- ულიმიტო სასაუბრო.