ტექნიკური სპეციალისტი - ელექტრონიკის ტექნიკოსი — პრო საუნდი

პრო საუნდი

ტექნიკური სპეციალისტი - ელექტრონიკის ტექნიკოსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Pro Sound" ეძებს ტექნიკური მიმართულებით დაინტერესებულ თანამშრომელს, რომელიც იმუშავებს პროფესიონალურ საკონცერტო და LED ტექნიკასთან.

ძირითადი მოვალეობები:

  • LED ეკრანის მოდულების დიაგნოსტიკა და დაზიანებული პიქსელების აღდგენა/შეკეთება;
  • ელექტრონული პლატების (PCB) დიაგნოსტიკა და წვრილი სარემონტო სამუშაოები;
  • 3-ფაზიანი დენის კაბელების აწყობა და შეკეთება;
  • სხვადასხვა ტიპის კონექტორების მონტაჟი და კაბელების ტესტირება;
  • საკონცერტო ტექნიკისა და მოწყობილობების დიაგნოსტიკა, შეკეთება და ტექნიკური მომსახურება;
  • დაზიანებული ელექტრონული და ელექტრული კომპონენტების აღმოჩენა და შეცვლა;
  • მოწყობილობების პროფილაქტიკური შემოწმება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

  • ელექტრონიკისა და ელექტრობის საბაზისო ცოდნა;
  • მულტიმეტრისა და სხვა საზომი ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა;
  • სოლდერინგის / ელექტრონულ პლატებზე მუშაობის გამოცდილება ან სწავლის სურვილი;
  • ელექტრო კაბელებთან და კონექტორებთან მუშაობის უნარი;
  • ტექნიკური აზროვნება და პრობლემის მიზეზის მოძებნის უნარი;
  • პასუხისმგებლობა და დეტალებზე ყურადღება.

LED ეკრანებთან ან პროფესიონალურ საკონცერტო ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება უპირატესობაა, თუმცა აუცილებელი არ არის — მთავარია ტექნიკური უნარები და სწავლის სურვილი.