ტექნიკური სპეციალისტი
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "ასკანელი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ:
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება საინჟინრო, ტექნიკურ ან მასთან დაკავშირებულ მიმართულებაზე;
- ტექნიკურ ან საინჟინრო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საინჟინრო სისტემების (ელექტრობა, წყალმომარაგება, ვენტილაცია და სხვა) მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- ტექნიკური დოკუმენტაციისა და საინჟინრო ნახაზების წაკითხვის უნარი;
- MS Excel-ის ცოდნა;
- სასურველია AutoCAD-ის ან მსგავსი პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ანალიტიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პროექტების კოორდინაციის უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის საწარმოო, სასაწყობო, ადმინისტრაციული და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი;
- ტექნიკური გაუმჯობესების, რემონტისა და საინვესტიციო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- კონტრაქტორებისა და სერვის-პროვაიდერების საქმიანობის კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოების კონტროლი;
- ტექნიკური დავალებების, სპეციფიკაციების, ბიუჯეტებისა და სამუშაო გრაფიკების მომზადებაში მონაწილეობა;
- ტექნიკური შესყიდვების პროცესის მხარდაჭერა (კომერციული წინადადებების მიღება, შედარება და ანალიზი);
- ტექნიკური დოკუმენტაციის, აქტების, ნახაზებისა და პროექტებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოება და არქივირება;
- საწარმოო დანადგარების, საინჟინრო სისტემებისა და ინფრასტრუქტურის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
- ახალი ობიექტების, საწარმოო ხაზების, საწყობებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში ჩართულობა;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა ტექნიკური და პროექტული დავალებების შესრულება.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ.
მისამართი: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი №110ა, ლილო მოლის მიმდებარედ.
სარგო:
- კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას.