ტექნიკური სპეციალისტი
მაღაზია "პროტეინ მარკეტს" ესაჭიროება ტექნიკური სპეციალისტი.
მდებარეობა: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 44
ძირითადი მოვალეობები:
- მაღაზიის ტექნიკური და საინჟინრო გამართულ მუშაობაზე კონტროლი;
- ელექტრო, წყალმომარაგების, გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის და სხვა ტექნიკური სისტემების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკეთება;
- საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ტექნიკური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- ტექნიკური პრობლემების დამოუკიდებლად იდენტიფიცირებისა და მათი მოგვარების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- სავალდებულოა რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
ანაზღაურება: 1350ლ (ხელზე ასაღები).