ტექნიკური სპეციალისტი — მადარტი

მადარტი — ლოგო
მადარტი

ტექნიკური სპეციალისტი

₾1800 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!

კომპანია მადარტი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე!

ძირითადი კომპეტენციები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიან გამოცდილებას;
  • პროფესიულ ან უმაღლეს განათლებას ტექნიკური ინჟინერიის მიმართულებით;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • წარმოების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
  • კონკრეტულ ფილიალში მანქანა-დანადგარების სრულყოფილი და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
  • მანქანა-დანადგარების კაპიტალური, მიმდინარე და გაუთვალისწინებელი სარემონტო სამუშაოების შესრულება;
  • კომპანიაში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის ინტეგრირებული სისტემის დანერგვის მიზნით აუცილებელი პროცესების/პროცედურების შემუშავებასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი - როტაციული

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე

ანაზღაურება: 1500-1800 ლარი

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass - ით სარგებლობას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
  • უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ