ტექნიკური სამსახურის უფროსი — ნიკორა

ნიკორა — ლოგო
ნიკორა

ტექნიკური სამსახურის უფროსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სს "NMG ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის შვილობილი კომპანია, შპს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის უფროსის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: ნაძალადევი, ალ. მრევლიშვილის #2

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • წარმოებების მასშტაბით ყოველდღიური შემოვლების წარმოება;
  • წარმოებაში გამოვლენილი ხარვეზების/შეფერხებების შესახებ დაქვემდებარებულების ინფორმირება და შეკეთების უზრუნველყოფა;
  • სარემონტო პროცესის სისწორის მონიტორინგი;
  • დანადგარების მდგომარეობის შესწავლა, განსაზღვრა დატვირთვის შესაძლებლობის და რეკომენდაციების გაცემა;
  • დანადგარების საავარიო მდგომარეობის მიხედვით მუშაობის გაგრძელება/შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
  • დანადგარების და ინვენტარის სარემონტო/საექსპლუატაციო პროცესის პრინციპის განსაზღვრა და მონიტორინგი;
  • დანადგარების გამართულად მუშაობის კონტროლის და დაზიანების შემთხვევაში, საჭირო/შესაცვლელი ნაწილების სახეობების და რაოდენობის განსაზღვრა შესყიდვის მიზნით;
  • ტექნიკური მასალებისა და დანადგარების ნაწილების შესაბამისი მომწოდებლების განსაზღვრა ადგილობრივ ან უცხოურ ბაზარზე;
  • უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ადგილობრივ მომწოდებელთან პირადად დაკავშირება, მოლაპარაკების წარმოება, პირობების შეთანხმება და ტექნიკური დავალების მომზადება;
  • უცხოურ ბაზარზე შესასყიდი მასალებისა თუ ნაწილების პარამეტრების განსაზღვრა და ლოგისტიკის სამსახურის უფროსის ინფორმირება შესყიდვის განსახორციელებლად;
  • საწარმოო სპეციფიკიდან გამომდინარე დანადგარის მოცულობის, დატვირთვისა და თუ სხვა ტექნიკური მახასიათებლების საჭიროების განსაზღვრა უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
  • ახალი დანადგარის დანერგვის პროცესის მართვა და დაქვემდებარებული გუნდისთვის მუშაობის დანადგართან მუშაობის პრინციპის სწავლება;
  • სიახლეების მოდიფიცირებაში ჩართულობა, ცვლილებების დანერგვა და დაქვემდებარებულების დროული ინფორმირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება 3 წლიანი, აქედან 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
  • Microsoft Office (Word - საშუალოდ, Excel - კარგად);
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი;
  • სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;