ტექნიკური სამსახურის დამხმარე სპეციალისტი — ორბი ჯგუფი

ორბი ჯგუფი

ტექნიკური სამსახურის დამხმარე სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ორბი ჯგუფი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის დამხმარე სპეციალისტის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ანაზღაურება: შეთანხმებით

პოზიციის მიზანია ტექნიკური სამსახურის უფროსი სპეციალისტის მხარდაჭერა ყოველდღიური საქმიანობის განხორციელების პროცესში, დოკუმენტაციის მართვა, მასალების აღრიცხვა და სამშენებლო პროცესებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმიანობის ეფექტურად განხორციელება.

ძირითადი მოვალეობები:

  • ტექნიკური სამსახურის უფროსი სპეციალისტის მხარდაჭერა ყოველდღიური საქმიანობის განხორციელების პროცესში;
  • გამოყენებული მასალების აღრიცხვა, კონტროლი და ინვენტარიზაცია;
  • მასალების ჩამოწერის (Write-off) ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
  • სამშენებლო ობიექტზე პროგრესის ანგარიშების მონიტორინგი;
  • ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებასა და მართვაში მხარდაჭერა;
  • ყოველთვიური დოკუმენტაციის (IPC) მომზადებაში მონაწილეობა;
  • ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
  • ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით;
  • Microsoft Office-ის (Word, Excel, PowerPoint, Outlook) ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა - აუცილებელია;
  • რუსული ენის ცოდნა - სასურველია;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები;
  • სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი.