ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი
ჩვენ ვართ LPP — პოლონური კომპანია, რომელიც 1991 წლიდან ეხმარება მომხმარებელს გამოხატოს საკუთარი ემოციები და აისრულოს ოცნებები საკუთარი გარეგნობისა და თვითშეგრძნების მეშვეობით. ჩვენ გლობალურად ვართ აღიარებული ჩვენი ხუთი ბრენდით: Reserved, Cropp, House, Mohito და Sinsay.
კომპანია "LPP Georgia" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.
ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი პასუხისმგებელია LPP-ის მაღაზიების ტექნიკური მდგომარეობის, უსაფრთხო ფუნქციონირებისა და ტექნიკური პროცესების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფაზე. პოზიციის მიზანია მაღაზიების ყოველდღიური ტექნიკური მხარდაჭერა, პრევენციული და რეაქტიული მომსახურების კოორდინაცია, კონტრაქტორებთან თანამშრომლობა და კომპანიის სტანდარტების, ბიუჯეტისა და ადგილობრივი რეგულაციების დაცვა.
პოზიციის ძირითადი მოვალეობები:
- მაღაზიების ყოველდღიური ტექნიკური მხარდაჭერა და ტექნიკური მდგომარეობის რეგულარული კონტროლი.
- სარემონტო სამუშაოების ორგანიზება, კოორდინაცია და შესრულების ხარისხის მონიტორინგი.
- გადაუდებელ ტექნიკურ სიტუაციებზე დროული რეაგირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების კოორდინაცია.
- კონტრაქტორებთან მიმდინარე თანამშრომლობა, ხარჯების შეთანხმება, სამუშაოების ეფექტიანობის შეფასება და მაღაზიებიდან მიღებული უკუკავშირის დამუშავება.
- ტენდერების პროცესში მონაწილეობა, ბაზრის მონიტორინგი და ტექნიკური მომსახურების საუკეთესო პირობების მოძიება.
- FM პლატფორმის მართვა და ტექნიკური მოთხოვნების/დავალებების დროული ადმინისტრირება.
- ახალი მაღაზიების ტექნიკური მიღების პროცესში მონაწილეობა და მათი შემდგომი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
- დიზაინ-პროექტის შესრულების შემოწმება სამშენებლო სამუშაოების, ტექნიკური ინსტალაციებისა და შესაბამისი სტანდარტების ნაწილში.
- მაღაზიების დაგეგმილი პრევენციული მომსახურებისა და რეაქტიული ტექნიკური მომსახურების ბიუჯეტების დაგეგმვა, მონიტორინგი და დოკუმენტაციის დამუშავება.
- ელექტროინსტალაციების, სახანძრო უსაფრთხოების სისტემების, HVAC სისტემების, დაბალი ძაბვისა და EAS სისტემების პერიოდული შემოწმებისა და მომსახურების კოორდინაცია.
- ტელემეტრიის პროექტებთან, წყლის მოხმარების მართვასთან და სხვა ტექნიკურ პროცესებთან დაკავშირებული ამოცანების შესრულება.
- მაღაზიების გადაკეთების, გადაადგილების, დახურვის ან სხვა სამშენებლო/ტექნიკური სამუშაოების მხარდაჭერა.
- გაყიდვების, ინვესტიციების, დანაკარგების პრევენციის, IT, ლიზინგისა, და სხვა შიდა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა ტექნიკური საკითხების ეფექტურად გადასაჭრელად.
- კომპანიის შიდა წესების, შრომის უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოებისა და ადგილობრივი რეგულაციების დაცვა.
- დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სხვა ტექნიკური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- მსგავს პოზიციაზე ან მსგავს პასუხისმგებლობებთან მუშაობის გამოცდილება.
- ტექნიკური ცოდნა facility management-ის, retail maintenance-ის ან real estate maintenance-ის მიმართულებით.
- მაღალი ორგანიზებულობა და სამუშაო პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
- სტრატეგიული აზროვნება და გაუთვალისწინებელ სიტუაციებთან ადაპტაციის უნარი.
- კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ძლიერი უნარები.
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა, როგორც წერილობით, ასევე ზეპირად (B2 დონე).
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Outlook).
- პრობლემების გადაჭრის, ცვლილებების ინიციირებისა და ეფექტურად განხორციელების უნარი.
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე.
- დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი.
- ადგილობრივი რეგულაციებისა და შესაბამისობის მოთხოვნების გააზრება.
- პროექტების მართვისა და მოლაპარაკების უნარები.
- საქმიანი ვიზიტებისთვის მზადყოფნა საჭიროების შემთხვევაში.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მ. ასათიანის 10;
სამუშაო განრიგი: სრული, 09:00-18:00, კვირაში 5 სამუშაო დღე
რას გთავაზობთ:
"LPP Georgia"-ში ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი FAST ღირებულებების შესაბამისად - Fire-Fuelled (გულანთებული), Ambition-Driven (ამბიციებით მამოძრავებელი), Success-Focused (წარმატებაზე ორიენტირებული), Trust-Based (ნდობაზე დაფუძნებული), ამიტომაც ვქმნით გარემოს, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ ვითარდებოდნენ, მიაღწიონ წარმატებასა და სიამოვნებით იმუშაონ.
- შთამაგონებელ და პოზიტიურ სამუშაო გარემოს;
- ინიციატივისა და აქტიურობის აღიარებასა და დაფასებას;
- ტრენინგების, ვორქშოპებისა და საერთაშორისო სწავლის შესაძლებლობებს;
- კარიერული განვითარებას LPP-ის საერთაშორისო სტრუქტურაში;
- კონკურენტული ხელფასს და შედეგებზე ორიენტირებულ წლიურ ბონუსებს;
- თანამშრომელთა ფასდაკლების პროგრამა LPP-ის ყველა ბრენდზე (Reserved, Cropp, House, Mohito, Sinsay);
- ღია და პატივისცემაზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ კულტურას;
"LPP Georgia"-ში ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებია ჩვენი წარმატების მთავარი წყარო. ჩვენს გუნდში გაწევრიანებით თქვენ ხდებით საერთაშორისო მოდის კომპანიის ნაწილი, რომელიც აფასებს განვითარებას, პატივისცემასა და გუნდურ მუშაობას.