ტექნიკური მხარდაჭერის ოპერატორი — სქაიტელი

სქაიტელი — ლოგო
სქაიტელი

ტექნიკური მხარდაჭერის ოპერატორი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

უშუალო დაქვემდებარება - კონტაქტ ცენტრის ჯგუფის უფროსი

დასაქმების ადგილი - თბილისი, გურამიშვილის #23 ა

გრაფიკი - ცვლიანი გრაფიკი

სამუშაო დრო:

  • I დღე - 18:00-00:00 (აღნიშნულ სმენაში უზრუნველყოფილია ტაქსით მომსახურება)
  • II დღე - 17:00-22:00
  • III დღე - 10:00 - 18:00
  • IV დღე - 09:00-17:00
  • V დღე - დასვენება

ანაზღაურება - 1000 ლარი + ბონუსი

სწავლების პერიოდი: 3 კვირა (არაანაზღაურებადი)

დამატებით სარგებელი:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ავტომობილის დაზღვევა
  • 50%-იანი ფასდაკლება კომპანიის სერვისზე
  • FitPass

ფუნქცია - მოვალეობები:

  • მომხმარებლის სატელეფონო ზარების მიღება და მომსახურება;
  • ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტების, პროცედურების, ტარიფების და მიმდინარე დავალიანების შესახებ;
  • მომხმარებლისთვის კომპანიის პროდუქტების შეთავაზება/გაცნობა;
  • კომპანიის პროდუქტებზე მოთხოვნის და განაცხადის დარეგისტრირება მონაცემთა ბაზაში;
  • მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე, სათანადო ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების მიხედვით, ტექნიკურ ჯგუფთან გადამისამართება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება

პასუხისმგებლობები:

  • მომსახურების დროს სიზუსტის, ოპერატიულობის, თავაზიანობის და კორექტულობის დაცვა;
  • მომსახურების სტანდარტის და ინსტრუქციების დაცვა;
  • კომპანიისა და აბონენტთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • კომპანიაში მიმდინარე სიახლეების გაცნობა, არსებული და ახალი პროდუქტების სიღრმისეული შესწავლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, ან გამოცდილება მომსახურების სფეროში, მომხმარებელთან ურთიერთობის კუთხით;
  • აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

უნარები/შესაძლებლობები:

  • მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი;
  • კომუნიკაბელური;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • ანალიზის უნარი;
  • პრობლემის გადაწყვეტის უნარი (თავის კომპეტენციის ფარგლებში).

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!