ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი
სსიპ - "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის (ორი საშტატო ერთეული) ვაკანსია.
ანაზღაურება: თვეში 1180 (ათასასოთხმოცი) ლარი (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო დანარიცხის ჩათვლით)
სამუშაო გრაფიკი: 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა)
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (დასაქმების პერსპექტივით)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული განათლება/საბაზისო/ბაკალავრიატის მე-6 სემესტრის სტუდენტი
- სახელმწიფო ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი
ცოდნა:
- ოპერაციული სისტემები
- საოფისე პროგრამები
- დამხმარე და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფა
- კომპიუტერის არქიტექტურა
- ქსელური მოწყობილობები
- პერიფერიული მოწყობილობები
- კომპიუტერული ინჟინერიის საფუძვლები
- სისტემებისა და მონაცემების სარეზერვო ასლების შექმნის/აღდგენის მეთოდები და ტექნოლოგიები
- უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები
- პერიფერიული მოწყობილობების აგებულება, დანიშნულება, მათთან მუშაობის პრინციპები, თავსებადობა
პიროვნული თვისებები:
- შემოქმედებითად და კრეატიულად აზროვნების უნარი
- ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- ოპერატიულობა
- ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- დასაბუთების უნარი
- ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი
- პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი
- ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპიუტერული ტექნიკის (PC, ლეპტოპი, ნეთბუქი, პლანშეტი) მხარდაჭერა და რემონტი
- ქსელური და სატელეფონო საკაბელო ინფრასტრუქტურის ინსტალაცია, რემონტი და მხარდაჭერა
- კლიენტური საოპერაციო სისტემების მხარდაჭერა
- საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა
- კომპიუტერული ქსელისა და სხვა საკაბელო ინფრასტრუქტურის ინსტალაცია-მონტაჟი
- უნივერსიტეტის პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერა (საბეჭდი, ასლგადამღები, სკანერი) და სახარჯი მასალების მიწოდება/ინსტალაცია
- ტექნიკური კონსულტაციის გაწევა ტელეფონის საშუალებით
- აპარატურული და პროგრამული უსაფრთხოების უზრუნველყოფა
- ხელმძღვანელის სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება
- კონფიდენციალურობის დაცვა და შრომის შინაგანაწესის შესრულება
- მატერიალურ ფასეულობებზე პასუხისმგებლობა და მოვლა
დოკუმენტები:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე
- CV ქართულ ენაზე (PDF)
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
- განათლების/სტუდენტის დამადასტურებელი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში)
- ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ
აპლიკაციის მიღების ვადა: 2026 წლის 7 ივლისი - 2026 წლის 12 ივლისი, 17:00 საათამდე
სათაური: საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი (ორი საშტატო ერთეული)
დამატებითი ინფორმაცია:
შერჩევა განხორციელდება დოკუმენტების განხილვისა და გასაუბრების საფუძველზე. არასრულად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.