ტექნიკური მენეჯერი/ხარჯთაღმრიცხველი
კომპანია "სიმეტრია" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის/ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.
სიმეტრია არის ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია, რომლის მისიაც ფასეული უძრავი ქონების განვითარების კულტურის შექმნაა.
კომპანიის განხორციელებული პროექტებია სიმეტრია ჯიქია, სიმეტრია პარკი, სიმეტრია ლისზე, Holiday Inn Express Tbilisi და სხვა.
ძირითადი ფუნქციები:
- პროექტის დეტალური ხარჯთაღრიცხვის მომზადებაში აქტიური ჩართულობა და კონტროლი;
- პროექტის ანალიზი, შეფასება, ხარჯთეფექტურობის გაზრდის მიზნით ოპტიმიზაციის პოტენციალის გამოვლენა და ცვლილებების ინიცირება;
- სამშენებლო მასალებისა და მომსახურებების საბაზრო ფასების რეგულარული მონიტორინგი და ხარჯთაღრიცხვებში შესაბამისი ცვლილებების ასახვა;
- შესყიდვების პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება:
- შესყიდვების მენეჯერთან სატენდერო ხარჯთაღრიცხვის და ბიუჯეტის მიწოდება;
- ტენდერის პროცესში მიღებული შემოთავაზებების რევიზია, შედარება და ფინანსური ანალიზის წარმოდგენა;
- ობიექტებზე მომუშავე ტექნიკური ზედამხედველების მხარდაჭერა, დოკუმენტბრუნვის პროცესის ეფექტიანობისა და კონტროლის გაუმჯობესების მიზნით;
- შესრულებული (ფარული) სამუშაოების აქტების ფორმა 2-ებთან შესაბამისობის შემოწმება;
- ფორმა 2-ების და მიღება-ჩაბარებების შემოწმების საფუძველზე დარჩენილი სამუშაოების ბიუჯეტის განსაზღვრა და კონტროლი, მოთხოვნილი ინფორმაციის (მათ შორის დარჩენილი სამუშაოების შესახებ ინფორმაციის, რეპორტების) დამუშავება და გაგზავნა;
- ხარჯთაღრიცხვების რევიზია, ოპტიმიზაცია და კორექტირება. ცვლილებების აღრიცხვა და შესაბამისი პირების ინფორმირება;
- ხარჯთაღრიცხვების change-log-ის წარმოება, რეპორტის ფორმირება და ყოველთვიურად ტექნიკურ, პროექტების მართვის გუნდებთან და დირექტორთან გაგზავნა.
ძირითადი მოთხოვნები:
- მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- სასურველია უმაღლესი განათლება მსგავს სფეროში;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.
სამუშაო პირობები:
სახელფასო რეინჯი: 2500 - 3000 ლარი (NET);
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი;
სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 70ბ.
კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: http://www.simetria.ge/