ტექნიკური მენეჯერი — ჰიგიენ სერვისი

ჰიგიენ სერვისი

ტექნიკური მენეჯერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ჰიგიენ სერვისი" 2015 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის მთავარ სფეროს წარმოადგენს კომერციული და არაკომერციული შენობა-ნაგებობების დალაგება-დასუფთავება. დასუფთავების კომპანია "ჰიგიენ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე, რომლის პასუხისმგებლობაც იქნება ობიექტებზე მიმდინარე ტექნიკური პროცესების მართვა, ინვენტარის კონტროლი და ლოჯისტიკური პროცესების ეფექტურად ორგანიზება. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 145 გრაფიკი: სრული (ორშაბათი - პარასკევი; 08:00 - 17:00 სთ) ძირითადი მოვალეობები: ** ობიექტებზე არსებული ინვენტარის რეგულარული შემოწმება და აღრიცხვა; ** სახარჯი მასალების საჭიროების განსაზღვრა და დროული შეკვეთების განხორციელება; ** მომწოდებლებთან კომუნიკაცია და შეკვეთების კოორდინაცია; ** ლოჯისტიკური პროცესების მართვა (ტრანსპორტირება, გადაზიდვები, გადაადგილება); ** ტექნიკური საკითხების დროული იდენტიფიცირება და გადაჭრა (დანადგარების გაუმართაობა, მასალების დეფიციტი …); ** სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტურობის გაზრდა; ** საჭიროების შემთხვევაში გუნდთან/კონტრაქტორებთან კოორდინაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ** მართვის მოწმობა (სასურველია). საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს; ** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ