ტექნიკური მენეჯერი — მისტერ მასტერი

მისტერ მასტერი — ლოგო
მისტერ მასტერი

ტექნიკური მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "მისტერ მასტერი" 17 წელზე მეტია რაც ქართულ ბაზარზე სტაბილურად ოპერირებს და სთავაზობს მომხმარებლებს მრავალფეროვან საყოფაცხოვრებო და კომუნალურ სერვისებს - 24/7, ყოველდღე.

ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე

პოზიციის მიზანი:

კომპანია "მისტერ მასტერის" ხელოსანთა (ოსტატთა) გუნდის უშუალო ხელმძღვანელობა და ყოველდღიური მართვა - შეკვეთების შესრულების კონტროლი, ხელოსნების მუშაობის მონიტორინგი და ხარისხის უზრუნველყოფა, გუნდის დისციპლინისა და შედეგიანობის ზრდაზე უშუალო პასუხისმგებლობა, რესურსების ოპტიმალური გამოყენება და მომსახურების უწყვეტობის უზრუნველყოფა;

სამუშაო პირობები:

  • ფიქსირებული ანაზღაურება: 3000 net ლარი
  • კვარტლური პრემია: KPI-ის შესრულებიდან გამომდინარე
  • სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, ტექნიკური მიმართულება ან მენეჯმენტი);
  • აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
  • გამოცდილება პრიორიტეტულია სერვისების, სამშენებლო, საყოფაცხოვრებო მომსახურების ან მსგავს სფეროში, სადაც კანდიდატს უშუალოდ ჰქონდა ხელოსნების/ტექნიკოსების ყოველდღიური მართვის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • გუნდის მართვის რეალური, პრაქტიკული გამოცდილება;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ოსტატთა გუნდის ყოველდღიური მუშაობის დაგეგმვა, განაწილება და კონტროლი;
  • ოსტატთა ყოველდღიური სამუშაო პროცედურის დაცვისა და დისციპლინური ქცევის მონიტორინგი;
  • რთულ, არასტანდარტულ სიტუაციებში უშუალო ჩართულობა, ხელოსნების მხარდაჭერა შეკვეთის შესრულებისთვის საჭირო დამატებით ბრიგადების, ინსტრუმენტების ან სხვა საკითხების ორგანიზებაში;
  • გუნდთან პერმანენტული შეხვედრები, არსებული სიტუაციის ანალიზი;
  • სხვადასხვა სახის შიდა რეპორტინგი (ფინანსური, რაოდენობრივი);
  • გუნდთან ერთად, ყოველთვიური KPI-ების პარამეტრების შესრულების უზრუნველყოფა;
  • სხვადასხვა დეპარტამენტებთან კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება;

დამატებითი ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
  • ულიმიტო სასაუბრო დრო;
  • სტანდარტული საკომპენსაციო პაკეტი კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად;
  • ფასდაკლებები კომპანიის სერვისებზე;

ზოგადი კომპეტენციები:

  • ხელოსანთა/ტექნიკური პერსონალის გუნდის მართვის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;