ტექნიკური ინჟინერი
TSUR GROUP არის ქართულ-ებრაული ჰოლდინგი, რომელიც 2019 წლიდან წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს ამიერკავკასიაში. ჰოლდინგი აერთიანებს თავის სფეროში მოწინავე კომპანიებს: Aromaco, Nami8, ZION Development, Masori, Business Laboratory და სხვა. დამატებითი ინფორმაციისთვის: tsur-group.com
TSUR GROUP-ში შემავალი კომპანიებისთვის ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ტექნიკური ინჟინრის პოზიციაზე.
ვის ვეძებთ? ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლიან, დეტალებზე ორიენტირებულ და ორგანიზებულ ტექნიკურ ინჟინერს, ვისთვისაც ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა, სამუშაოების დროული შესრულება და ხარისხზე ზრუნვა პრიორიტეტია. თუ გაქვთ ინჟინერიის მიმართულებით ცოდნა, გიყვართ გუნდური მუშაობა და გსურთ განვითარდეთ ინოვაციურ გარემოში, ეს პოზიცია თქვენთვისაა.
რა იქნება შენი მთავარი მისია?
- კომპანიის ტექნიკური გუნდის სტანდარტებისა და დადგენილი პროცედურების ზუსტი დაცვა და შესრულება;
- დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების, მათ შორის აპარატურის პრევენციული მოვლისა და წმენდის, დროულად და ხარისხიანად შესრულება;
- დაზიანებული აპარატურის დიაგნოსტიკა, გაუმართაობის მიზეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი სარემონტო სამუშაოების განხორციელება;
- ბრენდებისთვის (არომაკო & ნამი8) სპეციალური ეთერზეთებისა და ფილტრების მომზადება;
- აპარატურის გამართული ფუნქციონირების, სისუფთავისა და ექსპლუატაციის სტანდარტებთან შესაბამისობის მუდმივი უზრუნველყოფა.
რას ველოდებით თქვენგან?
- ბაკალავრის ხარისხს (სასურველია ინჟინერიის ან მომიჯნავე ტექნიკური მიმართულებით);
- სამუშაო დროის სწორად დაგეგმვისა და დაკისრებული ამოცანების ეფექტურად შესრულების უნარს;
- პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობასა და განსაკუთრებულ ყურადღებას დეტალების მიმართ;
- გუნდური მუშაობისა და კოლეგებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარს.
რას გთავაზობთ ჩვენ?
- აქტიურ, დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სპეციალურ ფასდაკლებას TSUR GROUP-ის ყველა ბრენდის პროდუქტებზე (Aromaco, Nami8 და სხვა)
სამუშაო პირობები:
- მისამართი: თბილისი, ქავთარაძის ქ. #13
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა