ტექნიკური დიზაინერი
შპს "ფავორიტი სტილი" - ყველაზე მსხვილი პოლიგრაფიული საწარმოა ამიერკავკასიაში. კომპანია მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ფავორიტი სტილის მრავალფეროვანი მომსახურების არეალი ხელს უწყობს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას.
ფავორიტი სტილის პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნაა. კორპორატიული კულტურის განვითარებით იწყება წარმატების ისტორია.
კომპანია "ფავორიტი სტილი" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: ტექნიკური დიზაინერი.
ჩვენ გთავაზობთ: პროფესიულ ზრდას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და მხარდაჭერას განვითარების ყველა ეტაპზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: აფრიკა, ა. ენუქიძის #5
ფუნქცია-მოვალეობები:
- ფაილების ტექნიკურად შემოწმება, დამუშავება, დაკორექტირება და საბეჭდად მომზადება;
- დამკვეთის სურვილისამებრ ახალი დიზაინის შექმნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია პოლიგრაფიულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- Adobe Illustrator;
- Adobe Photoshop;
- Adobe Acrobat;
- Adobe Indesign;
- Corel Draw;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალური;
- პასუხისმგებლობიანი;
- შრომისმოყვარე;
- ყურადღებიანი.
დამატებითი ბენეფიტები:
- განვითარების შესაძლებლობა;
- 50%-იანი თანადაფინანსება კვებაზე;
- Fitpass-ის სარგებლობის შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;