ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნეო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში.
ძირითადი მოვალეობები:
- ტექნიკური სამსახურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- კომპანიის საკუთრებაში მყოფი მოძრავი ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის ფლობა;
- საინჟინრო სისტემების (გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება, ელექტრობა, წყალმომარაგება, კანალიზაცია) სამონტაჟო და ტექნიკური სამუშაოების ზედამხედველობა;
- ავარიული სიტუაციების შემთხვევაში მყისიერი ღონისძიებების გატარების ორგანიზება;
- ტექნიკური სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
- დირექტორის მხრიდან სხვა დავალებების შესრულების უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება ინჟინერიის მიმართულებით;
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- დროის მენეჯმენტი და გუნდის მართვის უნარი;
- საქმიანობის პრიორიტეტულობის მიხედვით დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- მოქნილობა და ოპერატიულობა;
- მაღალი კორპორატიული კულტურა;
ჩვენ გთავაზობთ:
- გრაფიკი: 5 დღე მუშაობა 2 დღე დასვენება;
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).
- FitPass;
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
- ტრანსპორტირების უზრუნველყოფა