ტექნიკური და ინფრასტრუქტურის მენეჯერი — ახალი ხედვა

ახალი ხედვა — ლოგო
ახალი ხედვა

ტექნიკური და ინფრასტრუქტურის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ახალი ხედვა" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო ჯგუფს საქართველოში, რომელიც ოპერირებს ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ანგიოლოგიის, ინდივიდუალური ინსოლების, რეაბილიტაციისა და სამედიცინო საცალო ქსელის მიმართულებით. კომპანია აერთიანებს პროფესიულ და საცალო გაყიდვებს, კატეგორიის მენეჯერებს, მარკეტინგის მიმართულებას და მრავალპროფილურ კომერციულ გუნდს.

სამედიცინო ჯგუფი ახალი ხედვა აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური და ინფრასტრუქტურის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 - 18:00 სთ

პოზიციის მიზანი:

კომპანიის ფილიალების, ოფისების, საწყობების, საწარმოო სივრცეების, ავტოპარკისა და ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ტექნიკური რისკების მართვა და ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანი განხორციელება.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

ინფრასტრუქტურის მართვა:

  • ფილიალების, ოფისების, საწყობებისა და საწარმოო სივრცეების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
  • საინჟინრო სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ტექნიკური გაუმართაობების აღმოფხვრის ორგანიზება;
  • პრევენციული ტექნიკური მომსახურების დაგეგმვა და კონტროლი.

ტექნიკური აქტივებისა და აღჭურვილობის მართვა:

  • ტექნიკური აქტივებისა და მოწყობილობების მდგომარეობის კონტროლი;
  • აქტივების განახლებისა და ჩანაცვლების საჭიროებების იდენტიფიცირება;
  • ტექნიკური აქტივების რეესტრის წარმოებაში მონაწილეობა.

ავტოპარკის ტექნიკური მართვა:

  • ავტოპარკის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
  • გეგმური სერვისების, ტექდათვალიერებებისა და დაზღვევების კონტროლი;
  • ავტომობილების დაზიანებებისა და სარემონტო პროცესების კოორდინაცია;
  • ავტომობილების ტექნიკური დოკუმენტაციის მართვა;
  • საწვავის ხარჯვის მონიტორინგი;
  • ავტომობილების სისუფთავისა და ვიზუალური სტანდარტების მონიტორინგი.

კონტრაქტორებისა და პროექტების მართვა:

  • ტექნიკური მომსახურების მომწოდებლებთან თანამშრომლობა;
  • კონტრაქტორების შეფასებასა და შერჩევაში მონაწილეობა;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • ახალი ფილიალებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაცია.

ტექნიკური უსაფრთხოება და რისკების მართვა:

  • ტექნიკური და ინფრასტრუქტურული რისკების იდენტიფიცირება;
  • უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კონტროლი;
  • პრევენციული ღონისძიებების ინიცირება;
  • საჭიროების შემთხვევაში დაცვის კომპანიიდან შემოსულ სიგნალ/განგაშებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება.

საოფისე ინფრასტრუქტურისა და სამეურნეო მიმართულების კოორდინაცია:

  • სათავო ოფისის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის სტანდარტების უზრუნველყოფა;
  • ოფისის დიასახლისის და მებაღის საქმიანობის კოორდინაცია;
  • საოფისე სამეურნეო საჭიროებებისა და მარაგების მონიტორინგი.

ბიუჯეტირება და ხარჯების კონტროლი:

  • ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ ბიუჯეტებთან მუშაობა;
  • ტექნიკური და სარემონტო ხარჯების მონიტორინგი და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური ან საინჟინრო განათლება;
  • მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
  • ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური სისტემების მართვის გამოცდილება;
  • MS Office-ის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემების გადაჭრა;
  • დაგეგმვა და ორგანიზება;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაცია;
  • ხარჯების კონტროლის უნარი.

გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.

ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ. აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.

თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.